ირაკლი კობახიძე – ბაჩიაშვილი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, ცდილობს, დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდეს ფონს – ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი

ბაჩიაშვილი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, გარდა იმისა, რომ სხვა ქმედებებით იყო დაკავებული და კონკრეტული დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული, ის ცდილობს, რომ დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდეს ფონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ს ადვოკატის, თემო წიქვაძე განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ვერცერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი.
„ესეც მიღებული პრაქტიკაა. ჩვენი ოპონენტები ამ შემთხვევაში ეს ადამიანი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, გარდა იმისა, რომ სხვა ქმედებებით იყო დაკავებული და კონკრეტული დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული. ისინი ცდილობენ, რომ დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდნენ ფონს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო და ვერც საზოგადოებისთვის ვერ იქნება საინტერესო. ვერცერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ