ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებს მიმართავს

პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ღია წე­რილს აქ­ვეყ­ნებს და ახალ­გაზ­რდებს მი­მარ­თავს.
“ღია წე­რი­ლი გულ­წრფელ ახალ­გაზ­რდებს
გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის გან­ხილ­ვის და­წყე­ბის მო­მენ­ტი­დან, თბი­ლის­ში იმარ­თე­ბა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­შიც სტა­ბი­ლუ­რად 10 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს. “ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ კუთ­ვნი­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი აქ­ცენტს აკე­თე­ბენ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლის ახალ­გაზ­რდულ ასაკ­ზე, ასე­ვე მათ გულ­წრფე­ლო­ბა­ზე და ატ­რი­ა­ლე­ბენ და­ლა­გე­ბულ მე­სიჯს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გულ­წრფელ ახალ­გაზ­რდებს არ უს­მენს.ბევ­რს არ ვი­სა­უბ­რებ იმა­ზე, რომ აქ­ცი­ებ­ში სტა­ბი­ლუ­რად მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდე­ბის დიდი ნა­წი­ლი სრუ­ლი­ად არა­გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან. ესე­ნია “ნაც­მოძ­რა­ო­ბის“, გვა­რა­მია-მე­ლი­ას, გა­ხა­რი­ას და ხა­ზა­რა­ძის ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ათე­უ­ლო­ბით მო­ძა­ლა­დე ახალ­გაზ­რდას აერ­თი­ა­ნებს. ხა­ზა­რა­ძე აფი­ნან­სებს მოძ­რა­ო­ბა “ჯენ­ზი­საც“, რომ­ლის ლი­დე­რიც ჯენ-ზის ასაკს მკვეთ­რად არის გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი.
აქ­ცი­ებ­ზე აქ­ტი­უ­რო­ბენ კე­ზე­რაშ­ვი­ლი­სა და უცხო­ე­ლი დო­ნო­რე­ბის მიერ შავი და გა­უმჭვირ­ვა­ლე ფუ­ლით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი – “სირ­ცხვი­ლია“, “ფრანკლი­ნის კლუ­ბი“, “მო­მავ­ლის აკა­დე­მია“, “სტუ­დენ­ტე­ბი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის“, “მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“, “ჯი­უ­ტი“, “ტალ­ღა“, “ნა­ბი­ჯი“, “წერ­ტი­ლი“, “და­ფი­ო­ნი”, რომ­ლე­ბიც 200-მდე აქ­ტი­ვისტს რე­გუ­ლა­რუ­ლად უყ­რი­ან თავს და უშუ­ა­ლო პარ­ტი­ულ აქ­ტივ­თან ერ­თად, მო­ძა­ლა­დე ახალ­გაზ­რდე­ბის ძი­რი­თად ბირ­თვს შე­ად­გე­ნენ.ამ არა­გულ­წრფელ ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად, რა თქმა უნდა, აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბიც, რომ­ლებ­საც სჯე­რათ, რომ აქ­ცი­ა­ზე დგო­მით კარგ და მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს აკე­თე­ბენ. ერთ-ერთი ასე­თი, ჩემი ნაც­ნო­ბი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდის პოს­ტე­ბი ხში­რად მხვდე­ბა “ფე­ის­ბუკ­ში“ და შე­ვე­ცა­დე მივ­ყო­ლო­დი მის ლო­გი­კას.
ეს ახალ­გაზ­რდა დღეს 25-27 წლის იქ­ნე­ბა. 2020 წლი­დან ის რე­ვო­ლუ­ცი­ის ორი­ვე მცდე­ლო­ბას აქ­ტი­უ­რად უჭერ­და მხარს და ალ­ბათ, არ­ცერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი აქ­ცია არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბია.2020 წელს მან ხმა მის­ცა ნა­ცი­ო­ნა­ლებს. იმ­დენ­ჯერ აქვს “ფე­ის­ბუკ­ში“ და­წე­რი­ლი, რომ ნაცი არ არის, სა­ვა­რა­უ­დოდ, პარ­ტია “ნაც­მოძ­რა­ო­ბის­თვის“ ხმის მი­ცე­მის თა­ვის თავ­თა­ნაც მო­ე­რი­დე­ბო­და. თუმ­ცა, მის “ფე­ის­ბუკ“-აქ­ტი­ვო­ბას თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, აშ­კა­რაა, რომ 2020 წელს მან “ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ ორი და­ნა­ყო­ფი­დან ერთ-ერთი – “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ან “ლელო“ შე­მო­ხა­ზა.ეს ახალ­გაზ­რდა არ­ჩევ­ნე­ბის ღა­მეს აღ­შფოთ­და, როცა “მთა­ვა­რი არ­ხის­გან“ შე­ი­ტყო, რომ ცეს­კომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი “დაგ­ვი­ა­ნე­ბით“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ერთ-ერთი პირ­ვე­ლი გა­ვი­და ნა­ცე­ბის აქ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ცეს­კო­ში შეჭ­რის მცდე­ლო­ბით დას­რულ­და. მარ­თა­ლია, ცეს­კო­ში შეჭ­რა თვი­თონ არ უც­დია, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს აქ­ცი­ა­ზე დგო­მით ამაგ­რებ­და.ეს ახალ­გაზ­რდა კი­დევ უფრო აღ­შფოთ­და, როცა “მთა­ვა­რი არ­ხის“ მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა “ენ­ჯე­ო­ე­ბის­გა­ნაც“ მო­ის­მი­ნა. მარ­თა­ლია, რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ გა­ი­გო, რომ ერ­თმაც და მე­ო­რე­მაც მო­ა­ტყუა და სი­ნამ­დვი­ლე­ში, ცეს­კომ შე­დე­გე­ბი სტან­დარ­ტულ დროს გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მაგ­რამ “მთა­ვა­რი არ­ხი­სა“ და “ენ­ჯე­ო­ე­ბის­თვის“ საყ­ვე­დუ­რის “და­პოსტვა“ აზ­რა­დაც არ გა­უვ­ლია. ასე­თია ნა­ცი­ო­ნა­ლის ბუ­ნე­ბა – მის­თვის ნა­ცის­გან, “ენ­ჯე­ოს­გან“ და “მთა­ვა­რი არ­ხის­გან“ მოს­მე­ნი­ლი ტყუ­ი­ლიც კი წმინ­დაა.ეს გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა მა­ში­ნაც აღ­შფოთ­და, როცა ცეს­კოს შე­დე­გე­ბი “ენ­ჯე­ოს“ პა­რა­ლე­ლუ­რი ხმის დათ­ვლას აცდა.
თუმ­ცა, აღ­შფო­თე­ბა იმა­ზე აღარ გა­მო­უ­ხა­ტავს, როცა ამ “ენ­ჯე­ომ“ 5 კვი­რის დაგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვად­ვე აღი­ა­რა, რომ სწო­რედ მისი პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლა აცდა ცეს­კოს შე­დე­გებს და არა პი­რი­ქით.მოკ­ლედ, ამ გულ­წრფელ­მა ახალ­გაზ­რდამ არ­ჩევ­ნე­ბი “ფე­ის­ბუკ­ზე“ გა­ყალ­ბე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და და თა­მარ ჟვა­ნი­ას მსოფ­ლი­ოს მთა­ვა­რი გამ­ყალ­ბებ­ლის ტი­ტუ­ლი თა­მა­მად მი­ა­ნი­ჭა. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ამ ახალ­გაზ­რდას ბო­დი­ში აღარ მო­უხ­დია, რო­დე­საც ეს “მსოფ­ლი­ოს მთა­ვა­რი გამ­ყალ­ბე­ბე­ლი“ – თა­მარ ჟვა­ნია ამე­რი­კე­ლებ­მა ერთ-ერთ ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­ან­თი მთა­ვა­რი სა­არ­ჩევ­ნო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ნიშ­ნეს.ჩვე­ნი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა 2021 წელს აქ­ტი­უ­რად ითხოვ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რას. თუმ­ცა, ის სა­ერ­თოდ არ აღ­შფო­თე­ბუ­ლა, როცა “ნაც­მოძ­რა­ო­ბამ“ და “ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“ ამ შე­თან­ხმე­ბას ხელი არ მო­ა­წე­რეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ მი­შელ­თან მის­ვლაც კი არ იკად­რეს. სა­მა­გი­ე­როდ, გა­გუ­ლის­და, რო­დე­საც ნა­ცე­ბის ხელ­მო­წე­რის 100-დღი­ა­ნი უშე­დე­გო ლო­დი­ნის შემ­დეგ, ეს შე­თან­ხმე­ბა “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ანუ­ლი­რე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და.მოკ­ლედ, ჩემი ნაც­ნო­ბი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდის პირ­ვე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მცდე­ლო­ბა იმით დას­რულ­და, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მან ისევ “ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთ და­ნა­ყოფს – ხა­ზა­რა­ძეს ან გა­ხა­რი­ას მის­ცა ხმა, თუმ­ცა, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ხმე­ბის 47 პრო­ცენ­ტი მი­ი­ღო და რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის იდე­აც წარ­სულს ჩა­ბარ­და.2021 წლის ნო­ემ­ბრი­დან 2022 წლის თე­ბერ­ვლის ბო­ლომ­დე ამ ახალ­გაზ­რდის “ფე­ის­ბუკ“-აქ­ტი­ვო­ბა ექ­სკლუ­ზი­უ­რად სა­ა­კაშ­ვი­ლის შიმ­ში­ლო­ბას და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.
რო­გორც ყვე­ლა კლა­სი­კუ­რი ფსევ­დო­შუ­ა­შის­ტი, ისიც წერ­და, რომ ახლა სა­ა­კაშ­ვი­ლის წარ­სუ­ლის გარ­ჩე­ვის დრო არ იყო და მხო­ლოდ მისი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ზე უნდა გვე­ფიქ­რა. ამ გულ­წრფელ ახალ­გაზ­რდას მოგ­ვი­ა­ნე­ბით ოდ­ნა­ვი გუ­ლის­წყვე­ტაც კი არ გა­მო­უ­ხა­ტავს, როცა სა­ა­კაშ­ვილ­მა ორი წლის თავ­ზე გა­და­წყვი­ტა, რომ აღარ კვდე­ბო­და და სი­მუ­ლან­ტო­ბა პრინ­ცი­პუ­ლად შე­წყვი­ტა.მრა­ვა­ლი დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის მი­უ­ხე­და­ვად, გულ­წრფელ­მა ახალ­გაზ­რდამ სა­კუ­თა­რი ანა­ლი­ტი­კუ­რი უნა­რე­ბის კი­დევ ერთხელ მყა­რად ირ­წმუ­ნა, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­ი­წყო. ომის პირ­ვე­ლი­ვე დღეს მან ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ლი­დე­რად და მსოფ­ლიო გმი­რად გა­მო­ა­ცხა­და. დღეს კი ხვდე­ბა ეს ახალ­გაზ­რდა, რომ მისი ანა­ლი­ტი­კუ­რი დას­კვნე­ბი სი­მარ­თლის­გან უკი­დუ­რე­სად შორს იყო, თუმ­ცა, შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა ერთხე­ლაც არ უფიქ­რია. ამ ახალ­გაზ­რდის “ფე­ის­ბუკს“ დღემ­დე ამ­შვე­ნებს წარ­წე­რა “სლა­ვა უკ­რა­ი­ნე“ და ჩარ­ჩო ევ­რო­კავ­ში­რი­სა და უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბით, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის­თვის ად­გი­ლი ვერ გა­მო­ი­ძებ­ნა.2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი გა­ვი­და აქ­ცი­ებ­ზე და პირ­ველ რიგ­ში, რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა მო­ი­თხო­ვა. მან მყი­სი­ე­რად გა­ა­ზი­ა­რა ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბა, სან­ქცი­ე­ბის არ­და­წე­სე­ბას მირ­ჩევ­ნია, ბომ­ბე­ბის­გან მი­ღე­ბულ­მა ცე­ცხლმა დაგ­ვწვა­სო.
სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა რომ ჩა­მო­იქ­ცე­ო­და, ამა­ზე ეს ახალ­გაზ­რდა პა­სუხს არა სა­კუ­თარ თავს, არა­მედ ისევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მოს­თხოვ­და. ნა­ცის ტვი­ნი ასეა მო­წყო­ბი­ლი – ხან ვერ ფიქ­რობს და ხან არ ფიქ­რობს. შემ­დეგ, ამ ახალ­გაზ­რდამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი თან­ხმო­ბით უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის გაგ­ზავ­ნაც მო­ი­თხო­ვა. მა­ში­ნაც კი არ და­უ­ხე­ვია უკან, როცა ბა­ი­დენ­მა და ჯონ­სონ­მა თქვეს, უკ­რა­ი­ნა­ში ჩვენ­გან მო­ხა­ლი­სე­ე­ბის წას­ვლას რე­კო­მენ­და­ცი­ას არ ვუ­წევთ, რად­გან არ გვინ­და, ნატო რუ­სეთ­თან ომში ჩა­ე­ბა­სო. მე­ტიც, ომის­კენ ღი­ა­დაც იქა­ჩე­ბო­და და გი­გა­უ­რის გან­ცხა­დე­ბა გა­ა­ზი­ა­რა: რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში ომს აგებს, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ომს ვერ და­ი­წყებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბის ეს ფან­ჯა­რა უნდა გა­მო­ვი­ყე­ნო­თო.ეს ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც, ზო­გა­დად, თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს, ყვე­ლა­ფერ რუ­სულ­ზე გა­ღი­ზი­ან­დეს, სა­ერ­თოდ არ გა­ღი­ზი­ან­და, რო­დე­საც კი­დევ ერ­თმა “მსოფ­ლიო გმირ­მა“, და­ვით არა­ხა­მი­ამ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე მას რუ­სულ ენა­ზე მი­მარ­თა. აქე­დან ჩანს, რომ ნაცი ყვე­ლა­ფერ რუ­სულ­ზე კი არ ღი­ზი­ან­დე­ბა, არა­მედ თავს იღი­ზი­ა­ნებს. ასე იღი­ზი­ა­ნე­ბენ დღეს თავს რუ­სეთ­ზე ნი­კო­ლოზ ე.წ. რაჭ­ვე­ლი, ნინო ქა­თა­მა­ძე და სხვა ცნო­ბი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 2019 წლამ­დე რუ­სეთ­ში კონ­ცერტს კონ­ცერ­ტზე მარ­თავ­დნენ. ამ და სხვა ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა სა­კუ­თარ თავს და­ა­ჯე­რეს, რომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პან­ტი არა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პი­რე­ბის შემ­დეგ, არა­მედ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პი­რე­ბის შემ­დეგ გახ­და. ასეა ნა­ცის ტვი­ნი მო­წყო­ბი­ლი – ხან ვერ ფიქ­რობს და ხან არ ფიქ­რობს. ამი­ტომ, მის­თვის რუ­სულ­ზე გა­ღი­ზი­ა­ნე­ბაც შერ­ჩე­ვი­თია.2022 წლის 1-ელ მარტს ჩვე­ნი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა სა­ერ­თოდ გა­და­ი­რია, რო­დე­საც სან­ქცი­ე­ბის არ­და­წე­სე­ბი­სა და მებ­რძო­ლე­ბის არ­გაგ­ზავ­ნის სა­ბა­ბით, “მსოფ­ლიო გმირ­მა“ ზე­ლენ­სკიმ სა­ქარ­თვე­ლო­დან ელჩი გა­იწ­ვია. “მრცხვე­ნია, რომ ქარ­თვე­ლი ვარ“ – ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ეს ახალ­გაზ­რდა ზე­ლენ­სკის დე­მარშს. კი­თხვაც კი არ გას­ჩე­ნია, რა­ტომ უნდა გა­ეწ­ვია ზე­ლენ­სკის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­დან, როცა ომის და­წყე­ბი­დან წე­ლი­წად­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ელჩი ბე­ლა­რუ­სი­და­ნაც კი არ გა­უწ­ვე­ვია. არც და­ფიქ­რდა, ხომ არ უკავ­შირ­დე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­დო­ლი­ა­კი­სა და და­ნი­ლო­ვის პირ­და­პირ მო­წო­დე­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის შე­სა­ხებ. იმა­ზე სა­ერ­თოდ აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, რომ პო­დო­ლი­ა­კი­სა და და­ნი­ლო­ვის ამ გან­ცხა­დე­ბებ­ზე ოდ­ნა­ვი პრო­ტეს­ტიც კი არ გა­მო­უ­ხა­ტავს.
გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდის ანა­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი მწვერ­ვა­ლებს მის­წვდა, რო­დე­საც დღის წეს­რიგ­ში ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის სა­კი­თხი დად­გა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მრავ­ლად გა­ვუ­ზი­ა­რეთ ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბი და მე­ო­რე ფრონ­ტის მსურ­ვე­ლე­ბი კან­დი­და­ტის თე­მას შან­ტა­ჟის­თვის იყე­ნებ­დნენ. ყვე­ლას გა­ვუ­ზი­ა­რეთ ინ­ფორ­მა­ცია ბა­კუ­რი­ა­ნის შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ, სა­დაც კო­ლექ­ტი­უ­რი “ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ – პარ­ტი­ე­ბი, ენ­ჯე­ო­ე­ბი და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და და­გეგ­მეს, რო­გორ უნდა მო­ე­წყოთ რე­ვო­ლუ­ცია, რო­დე­საც (ხაზს ვუს­ვამ – რო­დე­საც და არა თუ) ივ­ნის­ში კან­დი­და­ტის სტა­ტუსს არ მოგ­ვა­ნი­ჭებ­დნენ.ეს ჩვე­ნი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა პირ­ვე­ლი გა­ვი­და აქ­ცი­ა­ზე, რო­დე­საც კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ მოგ­ვცეს. მან ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ა­კის­რა და კი­თხვაც არ და­უს­ვამს იმა­ზე, თუ რა­ტომ არ მი­ა­ნი­ჭეს სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს და მი­ა­ნი­ჭეს მოლ­დო­ვას, რო­მე­ლიც დსთ-ს წევ­რია, რუ­სეთ­თან სან­ქცი­ებს თა­ვა­დაც არ მი­უ­ერ­თდა და თუკი რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვა, კო­რუფ­ცია და გა­უ­მარ­თა­ვი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბია. გულ­წრფელ ახალ­გაზ­რდას კი­თხვე­ბი მა­ში­ნაც არ გას­ჩე­ნია, რო­დე­საც ევ­რო­კო­მი­სი­ამ რამ­დე­ნი­მე თვე­ში ქუ­ლე­ბით შე­ფა­სე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და გა­ირ­კვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო კან­დი­დატ მოლ­დო­ვა­საც და კან­დი­დატ ბოს­ნი­ა­საც დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით უს­წრებ­და.გულ­წრფელ­მა ახალ­გაზ­რდამ მა­შინ გა­ა­ზი­ა­რა ნა­ცი­ო­ნა­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, “ენ­ჯე­ოშ­ნი­კე­ბის“ და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ სტა­ტუ­სის ვერ­მი­ღე­ბით სა­ქარ­თვე­ლომ 14 მი­ლი­არ­დი ევრო და­კარ­გა და ქვე­ყა­ნამ მყი­სი­ე­რი გამ­დიდ­რე­ბის შან­სი გა­უშ­ვა ხე­ლი­დან. წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში ეს გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა სა­ერ­თოდ არ გაბ­რა­ზე­ბუ­ლა, რო­დე­საც იმა­ვე ადა­მი­ა­ნებ­მა მას უთხრეს, რომ თურ­მე, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არა­ვი­თა­რი ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გებ­ლის მომ­ცე­მი არ ყო­ფი­ლა.შუ­ა­ლედ­ში, ამ გულ­წრფელ­მა ახალ­გაზ­რდამ გა­ა­ზი­ა­რა სხვა­დას­ხვა სტი­ლის ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო ვე­რა­სო­დეს მი­ი­ღებ­და კან­დი­და­ტის სტა­ტუსს. თუმ­ცა, დღემ­დე ეს პოს­ტე­ბიც კი არ წა­უშ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნამ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პი­რო­ბებ­ში უკვე მი­ი­ღო. გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში ის არ მი­ვი­და აქ­ცი­ა­ზე, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩებ­მა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ერ­თად აღ­ვნიშ­ნეთ.მოკ­ლედ, ამ­დე­ნი შეც­დო­მის მი­უ­ხე­და­ვად, ეს ჩვე­ნი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა დღე­საც აქ­ცი­ა­ზე დგას.
არც ქარ­თუ­ლი კა­ნო­ნი წა­უ­კი­თხავს და მით უმე­ტეს, არც რუ­სუ­ლი, თუმ­ცა, აქვს რწმე­ნა, რომ ქარ­თუ­ლი კა­ნო­ნი რუ­სუ­ლია. ხში­რად აზი­ა­რებს ხოლ­მე ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რე­ბის და “ენ­ჯე­ოშ­ნი­კე­ბის“ ვი­დე­ო­ებს, სა­დაც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ათას ტყუ­ილს ამ­ბო­ბენ. ის კი, ამ ყვე­ლა­ფერს არც ამოწ­მებს, რად­გან მის­თვის ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რიც და “ენ­ჯე­ოშ­ნი­კიც“ ღმერ­თის სწო­რია, რომ­ლის სი­ტყვა­საც გა­და­მოწ­მე­ბა სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბა.ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, დღის წეს­რიგ­ში დგე­ბა სა­კი­თხი: ვის უნდა გაჰ­ყვეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა – სა­შუ­ა­ლო ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ამ გულ­წრფელ ახალ­გაზ­რდას და მის თა­ნა­მო­აზ­რე­ებს, თუ იმ ახალ­გაზ­რდა, სა­შუ­ა­ლო ასა­კის და ასა­კო­ვან ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც გა­სუ­ლი 3 წლის მან­ძილ­ზე მოვ­ლე­ნებს სწო­რად აა­ნა­ლი­ზებ­დნენ, არ­ცერთ ხე­ლოვ­ნუ­რად შე­მოგ­დე­ბულ პრო­ვო­კა­ცი­ას არ აყვნენ და სა­ხელ­მწი­ფოს სიმ­ყა­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და­ეხ­მარ­ნენ?ერთი თვის წინ სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ. გა­მო­ვი­კი­თხეთ, ამომ­რჩევ­ლის რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი უჭერ­და მხარს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ინ­ტე­ლექ­ტის დო­ნის მი­ხედ­ვით. რეს­პონ­დენ­ტე­ბის ინ­ტე­ლექ­ტი, ანუ IQ შე­ვა­მოწ­მეთ და ისი­ნი მა­ღა­ლი, სა­შუ­ა­ლო და და­ბა­ლი ინ­ტე­ლექ­ტის კა­ტე­გო­რი­ე­ბად დავ­ყა­ვით. კვლე­ვით დად­გინ­და, რომ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მარ­ტში ამომ­რჩევ­ლის 61,3 პრო­ცენ­ტი უჭერ­და მხარს.
ამას­თან, მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ამომ­რჩე­ველ­ში ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა 73,8 პრო­ცენ­ტი იყო, ხოლო სა­შუ­ა­ლო ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ამომ­რჩე­ველ­ში – მხო­ლოდ 45,6 პრო­ცენ­ტი.ზო­გა­დად, სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში სა­შუ­ა­ლო ინ­ტე­ლექ­ტი­სა და ცოდ­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის დო­მი­ნი­რე­ბაა, რა­საც და­ნინგ-კრუ­გე­რის თე­ო­რი­აც ადას­ტუ­რებს. ამ თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, სა­შუ­ა­ლო ინ­ტე­ლექ­ტი­სა და ცოდ­ნის მქო­ნე ადა­მი­ანს ახა­სი­ა­თებს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ხა­რის­ხი. ადა­მი­ანს, რო­მელ­საც კა­ნო­ნი არ წა­უ­კი­თხავს, მაგ­რამ ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რის­გან და ოკე­ა­ნის გაღ­მი­დან მო­ის­მი­ნა, რომ ეს კა­ნო­ნი რუ­სუ­ლია, ყვე­ლა­ზე მყა­რად სწამს, რომ მის მიერ წა­უ­კი­თხა­ვი კა­ნო­ნი ცუ­დია.გულ­წრფე­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, მას მხო­ლოდ მა­შინ აქვს ფასი, რო­დე­საც ის ცოდ­ნი­თა და ინ­ტე­ლექ­ტით არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი. ცოდ­ნი­სა და ინ­ტე­ლექ­ტის არმ­ქო­ნე და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი რუ­სულ ტანკზე უა­რე­სია.რო­დე­საც 29 წლის გიგ­ლა ბერ­ბი­ჭაშ­ვილ­მა 70 წლის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს ეს­რო­ლა, მას ღრმად სწამ­და, რომ თა­ვად იყო პროგ­რე­სუ­ლი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა, ხოლო ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე – ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­ხუ­ცი. ბერ­ბი­ჭაშ­ვილს და მის თა­ნა­მო­აზ­რე ახალ­გაზ­რდებს ეს რწმე­ნა ბოლ­შე­ვი­კურ­მა იდე­ო­ლო­გი­ამ ჩა­უ­ნერ­გა. მსგავ­სი მე­თო­დე­ბით მუ­შა­ობს ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ო­ლო­გი­აც, რო­მელ­მაც კო­ლექ­ტი­უ­რი “ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ პირ­და­პირ თუ ირი­ბად მიმ­დე­ვარ ახალ­გაზ­რდებს და­ა­ჯე­რა, რომ სწო­რედ ისი­ნი არი­ან გულ­წრფე­ლო­ბი­სა და პროგ­რე­სუ­ლო­ბის მა­გა­ლი­თი ამ ქვე­ყა­ნა­ში.ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ჩვენ უნდა ვი­მოქ­მე­დოთ არა ჩემი ნაც­ნო­ბი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდის მო­თხოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, არა­მედ 29 აპ­რილს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აქ­ცი­ა­ზე მო­სუ­ლი 200 ათა­სი ახალ­გაზ­რდა, სა­შუ­ა­ლო ასა­კი­სა და ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის კარ­ნა­ხით. ჩვენ ვი­მოქ­მე­დებთ ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლის 60 პრო­ცენტზე მე­ტის დაკ­ვე­თით, რო­მე­ლიც “ენ­ჯე­ო­ე­ბის“ გამჭვირ­ვა­ლო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს მშვი­დო­ბი­ან მო­მა­ვალს მყა­რად და გა­აზ­რე­ბუ­ლად უჭერს მხარს.ყვე­ლა გულ­წრფელ ახალ­გაზ­რდას კი, რო­მე­ლიც არას­წორ გზას ად­გას, გულ­წრფე­ლად ვთხოვ, სა­კუ­თარ წარ­სულ ნა­ბი­ჯებს კრი­ტი­კუ­ლად შე­ხე­დონ, რომ სა­მო­მავ­ლოდ მსგავ­სი შეც­დო­მე­ბი აღარ და­უშ­ვან. ასეც და ისეც, გპირ­დე­ბით, რომ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო იზ­რუ­ნებს ყვე­ლა გულ­წრფელ ახალ­გაზ­რდა­ზე, მათ შო­რის ისე­თებ­ზეც, რომ­ლე­ბიც დღეს შეც­დო­მა­ში არი­ან შეყ­ვა­ნი­ლი და ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, თუ რამ­ხე­ლა უბე­დუ­რე­ბა აა­ცი­ლა მას ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ და მის მიერ არ­ჩე­ულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვი­დან. ყვე­ლა გულ­წრფელ ახალ­გაზ­რდას ვთხოვ, კარ­გად გა­ი­აზ­რონ, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ა­როთ ღირ­სე­ბით ევ­რო­პის­კენ, რად­გან ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა მხო­ლოდ ღირ­სე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. 2030 წლის­თვის სა­ქარ­თვე­ლო სწო­რედ ღირ­სე­ბით გახ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო”, – წერს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორი ჯიმ რიში – ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება მთავრობის სახიფათო გზას – საქართველოს ოცნება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანებაა, რასაც მთავრობამ პატივი უნდა სცეს