ირაკლი კობახიძე – აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია – სერიოზული სირთულეები გვქონდა, თუმცა ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ გადატვირთვა გახდება შესაძლებელი!

აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია – გასული წლების განმავლობაში ამ მიმართულებით სერიოზული სირთულეები გვქონდა, თუმცა ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ უახლოეს მომავალში როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვა გახდება შესაძლებელი! – ეს განცხადება პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა მ გააკეთა.
კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ამის შესაძლებლობას -ში მომხდარი ცვლილებები მისცემს.
“ჩვენ ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს – ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ურთიერთობების გადატვირთვა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მ.
მან 2030 წლისთვის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება ერთ-ერთ უმთავრესს პრიორიტეტად დაასახელა.
“ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახები მიღწევა სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჰქონდა – ეს იყოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა, უვიზო რეჟიმის და კანდიდატის სტატუსის მიღება. ქვეყანამ ოთხივე ხელშესახები შედეგი ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიიღო. მანამდე ევროინტეგრაციის გზაზე ნულოვანი პროგრესი იყო!
ჩვენი ამოცანა და უმთავრესი პრიორიტეტია, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ! კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ პირობა იმისა, რომ საქართველო 2030 წლისთვის ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს – ყველაზე მეტად მზად, როგორც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ისე დემოკრატიული სისტემის განვითარების თვალსაზრისი. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა მშვიდობის შენარჩუნება. აქაც შეგვიძლია მყარი პირობა დავდოთ, რომ ყველაფერი გაკეთდება ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერი მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის ტრიბუნიდან ნატოსთან ურთიერთობებზეც ისაუბრა.
“ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ურთიერთობების გადატვირთვაზე – აქაც გვაქვს ძალიან ოპტიმისტური მოლოდინები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს