ირაკლი კობახიძე აქციებზე: არ გამოვრიცხავ, იმ 150 ადამიანს შორის 10-15 იყოს მართლა გულწრფელი სულელი

ჩვენს მეთოდურ და სისტემურ ნაბიჯებს დაელოდონ. 100 და 150 კაცს 4 მილიონ ადამიანზე ძალადობის შესაძლებლობას არ მივცემთ – ამას არ დავუშვებთ. როცა 100 სამარცხვინო უცხოელი აგენტი გამოდის და ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, მათ ეკონომიკაზე, ეროვნულ ინტერესებზე, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ. 0 თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად ვიმოქმედებთ, ყველაფერი დაცული იქნება.

არ გამოვრიცხავ, რომ იმ 150 ადამიანს შორის, რომელიც რუსთაველზე დგას, 10-15 კაცი იყოს მართლა გულწრფელი სულელი. მაგრამ, მათ მიმართაც ჩვენი თანაგრძნობა ნული იქნება, რადგან სისულელეც დასჯადია, როცა შენ ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდები. როცა ხვდები, იმდენი ინტელექტი არ გაქვს, რომ ელემენტარული გაიაზრო, რომ უცხოური დავალებებით მოქმედ სცენარში ხარ შენც ჩაწერილი, ესეც ერთგვარი დანაშაულია […] ჩვენი მეთოდურით მიდგომით, ეს ადამიანები პასუხს მიიღებენ იმ 1-წლიან, 100-კაციან ძალადობაზე, რასაც ისინი სჩადიან 4 მილიონი ადამიანის წინააღმდეგ – საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ჩვენი ეკონომიკის წინააღმდეგ, თქვა მ რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებზე.