ირაკლი კობახიძე – არჩევნების ლეგიტიმურობაში ყველა დარწმუნებულია, უბრალოდ პატრონების დავალებით გარკვეული თამაში დაიწყეს, თებერვალში, როცა საპარლამენტო სესია გაიხსნება, შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში

არჩევნების ლეგიტიმურობაში ყველა დარწმუნებულია, უბრალოდ მათ პატრონების დავალებით გარკვეული თამაში დაიწყეს, თებერვალში, როდესაც მომდევნო საპარლამენტო სესია გაიხსნება, შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში – არიან აბსოლუტურად დეზორიენტირებულები, ეს არის მათი არათანმიმდევრული ნაბიჯების მიზეზი, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, 26 ოქტომბრის ს შედეგებით, სამი ბარიერგადალახული პარტიის მიერ, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღება.
მისი შეფასებით, „პატრონებმა“ ოპოზიციური პარტიები ცუდ მდგომარეობაში ჩააყენეს და სწორედ ამას უკავშირდება ის არათანმიმდევრული ნაბიჯები, რომლებსაც ოპოზიციური პარტიები დგამენ.
„4-დან სამმა ბარიერგადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები, დამატებით 2-მა პარტიამ მიიღო დაფინანსება და არჩევნების შედეგები აღიარეს. მანამდე შეგახსენებთ, რომ „ლელომ“ მიიღო ში თანამდებობა, აქაც აღიარეს არჩევნების შედეგები. რეალურად, ყველა ხედავს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობაში ყველა დარწმუნებულია, უბრალოდ მათ პატრონების დავალებით გარკვეული თამაში დაიწყეს, ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლა უნდა ეცადათ, თუმცა ესეც ჩაუვარდათ, ახლა განსხვავებული პროცესი წარიმართება. თებერვალში, როდესაც მომდევნო საპარლამენტო სესია გაიხსნება შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში.
საკუთარმა პატრონებმა ეს პარტიები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს და ამას უკავშირდება ის არათანმიმდევრულობა, რომელიც დღეს სახეზეა, ერთი პარტია ამბობს ერთს, დანარჩენები სხვას, სრული შეუთანხმებლობა, ერთი კვლავაც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ყველა დანარჩენმა კი აღიარა. ეს ყველაფერი არის იმ არათანმიმდევრული შედეგის ბრალი, რომელიც მათ გადადგეს. მათ ცადეს, რევოლუციის მოწყობა ძალადობრივი მეთოდებით – ჩაუვარდათ და ახლა არიან აბსოლუტურად დეზორიენტირებულები, ეს არის მათი არათანმიმდევრული ნაბიჯების მიზეზი“,- განაცხადა მ.
ცნობისთვის, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ბარიერგადალახულმა პარტიებმა, საბიუჯეტო დაფინანსება მოიპოვეს. ოთხი ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტის 5%-იანი ბარიერი გადალახეს, საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ერთმა პარტიამ – „კოალიცია ცვლილებისთვის“ – თქვა.