– არჩევნებზე რეალურად, დამკვირვებლები იყვნენ, ყველამ გაიარა რეგისტრაცია, ჩატარდა თავისუფალი , რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას მესაფლავეებთან დაკავშირებით, მესაფლავეები ჩვენ ვართ თქვენი პარტიის

ჩვენ ვართ თქვენი პარტიის მესაფლავეები, ეს შემიძლია გითხრათ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ევროპული პლატფორმის დემოკრატიული სთვის (EPDE) მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებას შეეხებოდა, სადაც ორგანიზაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში მყოფი რიგი საერთაშორისო დამკვირვებლები „ფეიქ დამკვირვებლებად“ მოიხსენია.
როგორც მ აღნიშნა, ყველას ჰქონდა საშუალება თავისუფლად დაჰკვირვებოდა ამ არჩევნებს და იყო ფართო სპექტრი.
„რეალურად, ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებლობას იზიარებს თავის დროზე მთავარ „ფეიკზე“, რაც უკავშირდებოდა ქართულ არჩევნებს, ეს არის ე.წ. PVT-ის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ასეთი ორგანიზაციის განცხადებას არ აქვს არავითარი ფასი. კონკრეტული გამყალბებლები, ვინც გადადგა გაყალბების გამო, დაასაქმა სწორედ ამ ორგანიზაციამ. ასეთ პირობებში, როდესაც ეს ორგანიზაცია არის მთავარი საარჩევნო „ფეიკის“ მფარველი, რა თქმა უნდა, მის განცხადებას ვერავითარი ფასი ვერ ექნება. რეალურად, ყველას ჰქონდა საშუალება თავისუფლად დაჰკვირვებოდა ამ არჩევნებს. იყო ფართო სპექტრი.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას მესაფლავეებთან დაკავშირებით, მესაფლავეები ჩვენ ვართ თქვენი პარტიის, ეს შემიძლია გითხრათ. მესაფლავეზე თუ გინდათ კარგი პასუხი, ჩვენ ვართ თქვენი პარტიის მესაფლავეები. რეალურად დამკვირვებლები იყვნენ, ყველამ გაიარა საკუთარი პასუხისმგებლობით რეგისტრაცია, დაკვირვება იყო უზრუნველყოფილი, ჩატარდა თავისუფალი არჩევნები. ეს არის ის, რასაც ვერ გაექცევა ვერცერთი ორგანიზაცია“,- განაცხადა მ.
ცნობისთვის, ევროპული პლატფორმის დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE) მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ორგანიზაციამ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში მყოფი რიგი საერთაშორისო დამკვირვებლები „ფეიქ დამკვირვებლებად“ მიიჩნია.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა