არასამთავრობოების წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარებაზე – ეს არის თავიდან ბოლომდე საგამოძიებო ორგანოების საქმე და ყველაფერს გადაწყვეტს გამოძიება

ირაკლი არასამთავრობოების წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარებაზე – ეს არის თავიდან ბოლომდე საგამოძიებო ორგანოების საქმე და ყველაფერს გადაწყვეტს გამოძიება
არასამთავრობოების წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარება არ არის ჩემი საქმე, ეს არის თავიდან ბოლომდე საგამოძიებო ორგანოების საქმე და ყველაფერს გადაწყვეტს გამოძიება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ენჯეოების“ წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის უცნობია, სადამდე მივა გამოძიება.„მესამე სექტორი“ რას ნიშნავს – ვერავინ ახსნის ამას, ეს არის სრული ფარსი, ან „სამოქალაქო საზოგადოება“ რას ნიშნავს – ამასაც ვერავინ ახსნის.
თუ „სამოქალაქო საზოგადოება“ არის „ენჯეოები“, მაშინ გამოდის, რომ ყველა დანარჩენი, სულ ყველა ვართ არასამოქალაქო საზოგადოება, პროფესორი, რომელიც ასწავლის უნივერსიტეტში, არის არასამოქალაქო საზოგადოება, საოცრებაა. ეს ყველაფერი არის „დიფ სთეითისგან“ თავს მოხვეული უბედურება, არავითარი „სამოქალაქო საზოგადოება“, არავითარი „მესამე სექტორი“ „ენჯეოები“ არ არიან. რაც შეეხება გამოძიებას, ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არის თავიდან ბოლომდე საგამოძიებო ორგანოების საქმე, სადამდე მივა გამოძიება, ეს მე არ ვიცი, ყველაფერს გადაწყვეტს გამოძიება,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა