ირაკლი კობახიძე – არანაირი ფული არ გიშველის, როცა შენი სახეა: გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი, სამადაშვილი – ასეთი სახეებით როგორ შეიძლება, 5%-იანი ბარიერის გადალახვა გინდოდეს

„ლელოს“, ძირითადად, ტელევიზიების იმედი აქვს. ეს არის პოლიტიკური კლუბი, რომელიც არსებობს მხოლოდ რაღაც სატელევიზიო პლატფორმაზე. არის ორი ტელევიზია – 200 ათას ლარს „ტვ პირველს” უხდის, 240 ათასს „მთავარ არხს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „არანაირი ფული არ გიშველის, როდესაც შენი სახეები არიან გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი, სამადაშვილი, ასეთი სახეებით როგორ შეიძლება, გინდოდეს 5%-იანი ბარიერის გადალახვა“.
„ლელოს“, ძირითადად, ტელევიზიების იმედი აქვს. ეს არის პოლიტიკური კლუბი, რომელიც არსებობს მხოლოდ რაღაც სატელევიზიო პლატფორმაზე. არის ორი ტელევიზია. ერთს თვეში 200 ათას ლარს უხდის, მეორეს 240 ათასს. 200 ათასს “ტვ პირველს”, 240 ათასს “მთავარ არხს”. მთავარია ამ ორმა ტელეკომპანიამ ერთმანეთში არ იეჭვიანონ. მთავარი გარიგების არსი ისაა, რომ „ლელო“ უფრო მეტად უნდა გაშუქდეს ამ ტელევიზიების მიერ. ამის იმედი აქვს „ლელოს“. თუ სარედაქციო პოლიტიკას დააკვირდებით, ნახავთ, რომ „ლელო“ დღეს უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი. ეს იყო კეზერაშვილი- ხაზარაძის გაერთიანება. „ლელო“ დღეს უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი “მთავარ არხზე” და “ტვ პირველზე”, ვიდრე მანამდე იყო. ამის საფასური „ლელოსთვის“ 440 ათასი ლარია. თუმცა არანაირი ფული არ გიშველის, როდესაც შენი სახეები არიან გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი, სამადაშვილი. ასეთი სახეებით როგორ შეიძლება, გინდოდეს 5%-იანი ბარიერის გადალახვა. რა თქმა უნდა, რაც ნაკლები სამადაშვილი და ასეთი სახეები იქნებიან შემდეგ პარლამენტში, მით უკეთესი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, მათ შორის, რატომაც არ უნდა იყოს დაწეული დაბლა საარჩევნო ბარიერი“,- განაცხადა მ.
კითხვაზე რისი იმედი აქვს „ლელოს“ საპარლამენტო არჩევნებზე? კობახიძემ აღნიშნა, რომ „5%-იანი ბარიერის გადალახვის იმედი ვერ ექნებათ. შეიძლება, 1%-იანი ბარიერი გადალახონ და ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღონ“.
ამ თემაზე საუბრისას ჟურნალისტმა კობახიძეს უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები შეახსენა, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ მისი ჩამოთვლილი „კომიკური ფიგურებისგან“ განსხვავებით, „ესენი პატრიოტი ადამიანები არიან“.
„მიშა ყაველაშვილი ვაჟკაცი და პატრიოტი კაცი, რომელსაც თავის ქვეყანაზე გული შესტკივა და ამ ქვეყნისთვის ასჯერ მეტი აქვს გაკეთებული. ლიდერზე და არალიდერზე კი არ არის საუბარი, კომიკური ფიგურები არიან“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს