ირაკლი კობახიძე – არავის ჩართულობით აღარასდროს მოვაწერთ ხელს 19 აპრილის მსგავს შეთანხმებას – სამი უცხოელი ითხოვდა ამნისტიის კანონის მიღებას მელიასთან დაკავშირებით

არასდროს, აღარასდროს მოვაწერთ ხელს [19 აპრილის] მსგავს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლას. არავითარი მედიაციით, არავის ჩართულობით ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერთ ხელს! – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი მ, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს გაირკვა რომ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს „თურმე, 19 აპრილის შეთანხმება არ მოსწონთ“.
„დღეს გაირკვა, რომ, თურმე, არ მოგწონთ 19 აპრილის შეთანხმება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ არასდროს, აღარასდროს არ მოვაწერთ ხელს მსგავს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლას. არავითარი მედიაციით, არავის ჩართულობით ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერთ ხელს“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, „სამი უცხოელი ითხოვდა ამნისტიის კანონის მიღებას მელიასთან დაკავშირებით, დაჟინებით”. “ჩვენ მოგვიწია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, მაგრამ გპირდებით, აღარასდროს ასეთ შეთანხმებას აღარ მოვაწერთ ხელს, ისეთ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციური შეთანხმებიდან გასვლას. რამდენმა უცხოელმაც არ უნდა მოითხოვოს, თუ საქმე ეხება კონსტიტუციურ ჩარჩოს, ჩვენთვის მომავალში კატეგორიულად მიუღებელი იქნება ნებისმიერი ასეთი თავსმოხვეული შეთანხმება“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკის სამინისტრო გერმანიაში საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთებით ფეხბურთის ქართველ გულშემატკივართა პირველი ჯგუფის გამგზავრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გიგა შუშანია – ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა, რომელსაც ქუთაისის მერია აფინანსებს, ჯერ 50 ათასი ლარი დახარჯა გაურკვეველი სლოგანის შექმნისათვის და ახლა 115 ათასი ლარად შექმნეს აპლიკაცია – ეს არის ქუთაისელთა შეურაცხყოფა