ირაკლი კობახიძე – არავის ჩართულობით აღარასდროს მოვაწერთ ხელს 19 აპრილის მსგავს შეთანხმებას – სამი უცხოელი ითხოვდა ამნისტიის კანონის მიღებას მელიასთან დაკავშირებით

არასდროს, აღარასდროს მოვაწერთ ხელს [19 აპრილის] მსგავს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლას. არავითარი მედიაციით, არავის ჩართულობით ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერთ ხელს! – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მ, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს გაირკვა რომ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს „თურმე, 19 აპრილის შეთანხმება არ მოსწონთ“.
„დღეს გაირკვა, რომ, თურმე, არ მოგწონთ 19 აპრილის შეთანხმება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ არასდროს, აღარასდროს არ მოვაწერთ ხელს მსგავს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლას. არავითარი მედიაციით, არავის ჩართულობით ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერთ ხელს“, – განაცხადა მ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, „სამი უცხოელი ითხოვდა ამნისტიის კანონის მიღებას მელიასთან დაკავშირებით, დაჟინებით”. “ჩვენ მოგვიწია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, მაგრამ გპირდებით, აღარასდროს ასეთ შეთანხმებას აღარ მოვაწერთ ხელს, ისეთ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციური შეთანხმებიდან გასვლას. რამდენმა უცხოელმაც არ უნდა მოითხოვოს, თუ საქმე ეხება კონსტიტუციურ ჩარჩოს, ჩვენთვის მომავალში კატეგორიულად მიუღებელი იქნება ნებისმიერი ასეთი თავსმოხვეული შეთანხმება“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ