ირაკლი ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს
„ღონისძიება, რომელსაც ანტალია მეოთხედ მასპინძლობს, თურქეთის პრეზიდენტმა გახსნა. რეჰეფ თაიფ ერდოღანმა მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დიპლომატიის როლზე ისაუბრა. გახსნითი სესიის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური ანტალიის დიპლომატიის ფორუმში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით მონაწილეობს.
ღონისძიების ფარგლებში ირაკლი კობახიძემ დღეს მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.
ანტალიაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”