: ამ ქვეყანას არაფერი ემუქრება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაცული იქნება ამ ქვეყნის ინტერესები

ამ ქვეყანას არაფერი ემუქრება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაცული იქნება ამ ქვეყნის ინტერესები, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერის თქმით, 2025 წელი საქართველოსთვის იქნება ძალიან წარმატებული.
„ამ ქვეყანას არაფერი ემუქრება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაცული იქნება ამ ქვეყნის ინტერესები. ნუ ოცნებობთ უარესზე. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. 2025 წელი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან წარმატებული და ჩვენ მომავალ წელსაც, ზუსტად ისევე მკაცრად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ვაკეთებდით ამას ბოლო სამი წლის განმავლობაში და მანამდეც“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა