ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი , გაეროს კონფერენციის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლზე. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და დიპლომატიის გზით ხელი შეუწყოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.