– ადრე „რუსული კანონი“ იყო, ახლა არის არაბული ქალაქი – აქამდეა დასული! შეუძლიათ ორი სიტყვა ატრიალონ და მესამე სიტყვაზე ვეღარ გადადიან – ასეთია ჩვენი ოპონენტების კომპეტენცია!

ადრე „რუსული კანონი“ იყო, ახლა არის არაბული ქალაქი – აქამდეა დასული! შეუძლიათ ორი სიტყვა ატრიალონ და მესამე სიტყვაზე ვეღარ გადადიან – ასეთია ჩვენი ოპონენტების კომპეტენცია! – ეს შეფასება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ EAGLE HILLS-ის დეველოპერული პროექტის კრიტიკის პასუხად გააკეთა.
როგორც მ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით არავისგან დეტალური და კომპეტენტური მსჯელობა არ მოუსმენია.
„კომენტარები მოვისმინე იმ ვიდეო-რგოლთან დაკავშირებით, რომელიც პირადად მე გავავრცელე. საერთოდ არ შედიან შინაარსში და თუ შედიან იტყუებიან – ტყუილების მიღმა ვერ გადიან. არც ერთხელ არავისგან კომპეტენტური შეფასება არ მომისმენია – არ მომისმენია არც სატელევიზიო ეთერში და არც სოციალურ მედიაში. ხომ შეეძლოთ აეღოთ და დეტალურად გაერჩიათ. იქნება გადაჭარბებულია ჩვენი განცხადება პროექტის ეკონომიკურ ეფექტთან, ბიუჯეტში შენატანებთან და მოგებასთან დაკავშირებით?
ერთ-ერთი გადაცემის ანონსში თქვეს, რომ ჩემს ვიდეო-რგოლს გაარჩევდნენ. ნახევარი საათი ისე ისაუბრეს, რომ საერთოდ არ გაურჩევიათ. აქედან ჩანს, რომ არაფერი აქვთ სათქმელი“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“