ირაკლი კობახიძეს აქციების გამო დაკავებული პირების სახელით გავრცელებული წერილის შესახებ ჰკითხეს:
„ჩვენთვის მთავარია, ამ ადამიანებმა მოინანიონ ის ქმედება, რომელიც ჩაიდინეს. თქვენ ხედავდით, როგორი ძალადობრივი იყო მაშინ ქმედებები, როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს, სახელმწიფო შენობებს და ა.შ.
მთავარია, ამ ადამიანებმა მოინანიონ ეს ქმედება და ის, რომ რეალურად მაშინ გვერდში დაუდგნენ სწორედ კოლექტიურ ნაცმოძრაობას.
ის ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ხორციელდებოდა 5 დღის განმავლობაში, უკიდურესი ძალადობა, ემსახურებოდა ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნებას. ყველამ კარგად უნდა გაიაზროს ეს ყველაფერი, გაემიჯნოს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და იმ ძალადობას, რომელიც თავად ჩაიდინეს თავის დროზე“, – განაცხადა კობახიძემ.




წერილის შესახებ სიახლე, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.