“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას Eagle Hills-სთან დადებული ხელშეკრულება ახსენა.
მისი მტკიცებით, “Eagle Hills-ის მიერ ახლახან განხორციელებული 6.6 მილიარდიანი ინვესტიცია იმაზე მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს არამხოლოდ სატრანზიტო პუნქტად, არამედ ლოგისტიკის, განვითარებისა და ინოვაციების გრძელვადიან პარტნიორადაც აღიქვამს”.
ინვესტორთა ნდობა იზრდება, Eagle Hills-ის მიერ ახლახან განხორციელებული 6.6 მილიარდიანი ინვესტიცია იმაზე მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს არამხოლოდ სატრანზიტო პუნქტად, არამედ ლოგისტიკის, განვითარებისა და ინოვაციების გრძელვადიან პარტნიორადაც აღიქვამს.
ასევე, ეფექტურობისა და დავების ოპერატიული გადაწყვეტის მხრივ, მეორე ადგილზე ვართ მსოფლიოში, ხოლო ბიზნესის ადგილმდებარეობის მხრივ – მეოთხე. Fraser Institute-ის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2025 წლის ინდექსით, მსოფლიოს 165 ქვეყნიდან 25-ე ადგილზე ვართ. დანაშაულის მსოფლიო სტატისტიკის 2025 წლის ინდექსში NUMBEO საქართველოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ოცეულში ასახელებს. ეს ყველაფერი ხელსაყრელ გარემოს ქმნის ინვესტიციებისთვის, ბიზნესის ზრდისა და საერთო ეკონომიკური სტაბილურობისთვის,” – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც.
ვავითარებთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს – სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას, რომელიც შექმნილია დიდი კონტეინერმზიდი გემების მისაღებად და შავი ზღვის პორტების სიმძლავრეების გასაზრდელად. ანაკლია არა მხოლოდ პორტია; ის პლატფორმაა ტრანზიტის მაჩვენებლების ზრდის, გლობალური გადაზიდვის ხაზების მოზიდვისა და შავი ზღვის, როგორც ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი კარიბჭის როლის გასაძლიერებლად.
გვჯერა, რომ ვაჭრობის ხელშეწყობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ამიტომ საქართველო დიდ ყურადღებას აქცევს ეფექტურ სასაზღვრო პროცედურებს, პროგნოზირებად ტრანზიტს და საერთაშორისო გადაზიდვების გამარტივებას.
ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, ეფექტურ მარეგულირებელ ჩარჩოსთან და რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, ქმნის ინტეგრირებულ ეკოსისტემას, რომელიც არა მოკლევადიანი სარგებლის, არამედ გრძელვადიანი მდგრადობისთვის არსებობს,” – განაცხადა კობახიძემ.




