ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის უფროსი გადააყენა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ 3 აპრილს გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამდებობიდან გათავისუფლდა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის უფროსი. ამ თანამდებობას გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე 2021 წლის 23 აპრილიდან იკავებდა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უწყებებში შალვა ლომიძე 2005 წლიდან მუშაობდა.
მისი სამუშაო გამოცდილების შესახებ:
· 2020 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას;
· 2014 წელს გახდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;
· 2014 წელს შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურში დირექტორატის უფროსის მოადგილისა და შემდგომ დირექტორატის უფროსის თანამდებობებს იკავებდა;
· 2012 წელს იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი;
· 2005-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე.