ირაკლი კვინიკაძე – სტუდენტების გვერდით ვართ

სტუდენტების გვერდით ვართ , – ამის შესახებ მსახიობმა ირაკლი კვინიკაძემ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან განუცხადა.
მისი თქმით, მაშინ, როცა სტუდენტები ვერ ახერხებენ, საკუთარი პროტესტი უნივერსიტეტის ფოიეში გამოხატონ, ისინი ამას გარეთ გააკეთებენ და, როგორც ამ სფეროს წარმომადგენლები, მსახიობებიც მათ გვერდით აპირებენ ყოფნას.
“ყველაფერ იმის ფონზე, რაც დღეს ხდება ჩვენს თავს, უკანონო პატიმრებიდან დაწყებული, გაყალბებული თ გაგრძელებული და სტუდენტების ბოლო ვითარება, რაც ხდება – დაჯარიმება, შენობიდან გამოყრა და დღეს მუქარა, განცხადების გაკეთება, რომ მათ შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი – ამ ყველაფრის ფონზე, გადავწყვიტეთ და, რეალურად, სტუდენტებს ვუდგავართ გვერდში, სტუდენტებმა გადაწყვიტეს, რომ თუ ისინი ვერ ახერხებენ პროტესტი გამოხატონ უნივერსიტეტის ფოიეში, ისინი ამ პროტესტს გარეთ გააგრძელებენ და ჩვენც, ამ სფეროს წარმომადგენლები, არაფრით არ შეიძლება, რომ გვერდში არ დავუდგეთ”, – განაცხადა კვინიკაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, “რუსულის” იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!