მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, რომელიც მარინა ხატიაშვილის გამოსახლებას აპროტესტებს კარგა ხანია, პოლიტიკოსი ანა დოლიძის ინფორმაციით, დღეს დააკავეს. გამოსახლების პროცესი თბილისში, კეკელიძის პირველ ნომერში დღეს დაიწყო და ადგილიდან კადრებს ანა დოლიძე ავრცელებს. დაკავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი.
ვიწყებთ კამპანიას, გააბრაზე ბიძინა, გადარიე ბიძინა, გააბრაზე პოლიტვაჭარი და მოაწყვე ტაფაზეც და ტაფის გარეთაც გადატრიალება ხელოვნების საშუალებით. გპირდები, ბიძინა, ჩვენ მოგიწყობთ ამ გადატრიალებას ხელოვნების საშუალებით, თეაც (წულუკიანი) და სხვებიც, თუ მის რობოტებად დარჩებიან, გადაყვებიან ისინიც. დიახაც, ხელოვნებით გადატრიალებას მოგიწყობთ. ახალგაზრდები არიან ძალიან მაგრები, მაგარი ახალგაზრდობა მოდის, რომელიც ვერ იტანს შენნაირ ბურჟუებს, მევახშეებს, ბიძინა. მარინა ხატიაშვილის სახლს არათუ დავიცავთ… სირცხვილია, თეა, რომ მარინა ხატიაშვილის სახლს არ იცავ და ხმას არ იღებ ლაჩრულად. როცა 2011 წელში იდექი და ვაი, ვაი, უგულავამ გამოგასახლა, უგულავა თუ ბურჟუაა, შენც ბურჟუა ხარ, მარინა ხატიაშვილის საქმეზე, უგულავაზე არანაკლებ დამნაშავე ხარ, იმიტომ რომ შენი აღმასრულებლები მოდიან ხერხით და ბავშვი კინაღამ გადახერხეს ქონების გულისთვის. ეს არის თქვენი მუღამი – თქვენი პრინციპები არის სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი ხერხით, რომლითაც ბავშვებს ხერხავს… ჩემო ბიძინა, მაგრად მიქარე, ამოგატრიალებთ, ტყუილად გაქვს იმედი… უკვდავება მხოლოდ სულიერია და სულიერი უკვდავება ხელოვნებაშია, უნდა იცოდე ეს. რა მოგიღებს იცი ბოლოს? – ხელოვნების ბახტრიონი, შენ რეჟიმს, თორემ, ფიზიკურად შენი მოკვლა არავის უნდა, არავის უნდა იარაღიანი აჯანყების მოწყობა. შენ გინდა უნიჭობა ამ ქვეყანაში, რობოტები, მსახურები, მონები, ქართელი ერი არასოდეს ყოფილა და არასდროს იქნება მონა და მსახური, ამოტრიალდები, გადატრიალდები და დაენარცხები, ილოცე, მოემზადე, შენით რომ წახვიდე ამ ქვეყნიდან, ჯობია. დიდი ხანია ეს კამპანია იგეგმება, უკვე ამოვიდა ხელში ვაჭრუკანების, მევახშების რესპუბლიკა, 350 000 ოჯახია ან გასახლებული, ან გასახლების პირას. ბევრი ხელოვანია საქართველოში, საქართველო სავსეა გენიოსებით, არავის დავასახელებ კონკრეტულად, წინასწარ ვეუბნები პოლიციასაც – მოემზადეთ. ეს თქვენი ვაჭარი ბიძინა ტყლაპივით ამოტრიალდება და დაენარცხება, ხელოვნების ყიდვა შეუძლებელია, ბიძინა, რაც არ უნდა ფული მისცე, ვერ იყიდი, თუ არ გინდა ვაჭრუკანად შეხვიდე ისტორიაში, დაანებე თავი ქართველ ხალხს, ქართველ ხელოვანებს და წადი, ბიძიკო, შენ! არავის არ უნდა ომი აქ, ჩვენ გვინდა შემოქმედება.