ირაკლი ზარქუა – სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო „სამშობლოს ღალატის“ მუხლი კანონებიდან, „ემანდ“ რაღაც არ მოხდეს და ჩვენ არ გაგვასამართლონ ამ მუხლითო – ის, ვინც ქვეყანასა და ეკლესია მტრობს, მკაცრად გასამართლდება

სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო ეს მუხლი ჩვენი კანონებიდან. რატომ? – იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ სახელმწიფო ინტერესებში არ იყო – წინმსწრებად, “ემანდ” რაღაც არ მოხდეს და მერე ჩვენ არ გაგვასამართლონ ამ მუხლითო და სავარაუდოდ, ამიტომ ამოიღეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან “სამშობლოს ღალატის” მუხლთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ის, ვინც საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას და ქართულ ინტერესებს მტრობს, მკაცრად გასამართლდება.
„იცით, რომ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო ეს მუხლი ჩვენი კანონებიდან. რატომ? – იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ სახელმწიფო ინტერესებში არ იყო. ამიტომ წინმსწრებად, „ემანდ“ რაღაც არ მოხდეს და მერე ჩვენ არ გაგვასამართლონ ამ მუხლითო და სავარაუდოდ, ამიტომ ამოიღეს – ეს იყო არგუმენტი. ჩვენ დავაბრუნეთ დღის წესრიგში [“სამშობლოს ღალატის” მუხლი], რადგან გვგონია, ჩვენ რასაც ვისმენთ – რა არგუმენტები, დასკვნები და მოცემულობაც გვაქვს, ეს სამშობლოს ღალატია და მეტი არაფერი. ამასთან დაკავშირებით არა ჩვენ, არამედ სასამართლო და შესაბამისი ინსტიტუციები მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ უბრალოდ მუხლი აღვადგინეთ. ის, ვინც საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას და ქართულ ინტერესებს მტრობს, ბუნებრივია, მკაცრად გასამართლდება”, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა