ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს

რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო, – ამის შესახებ დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მისასალმებელია, რომ კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილისადმი წლების წინ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიში მოიხადა.
„მე მგონია, რომ ეს არის გარკვეული მცდელობა, ისევ რაღაც დაძაბულობა შემოიტანონ წინასაარჩევნოდ. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარავის ახსოვს, დანარჩენმა „ლუზერებმა” ითავეს ლიდერობა და შესაბამისად, ახლა ახალი თემა გამოაგორეს. ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე? ან რა სიგიჟეა ახლა. თუ რამე თემა არის, აგერ არის პროკურატურა, საგამოძიებო ნაწილი. თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო. მე არ ვიცი ეს, მაგრამ ის, რომ გამოვიდა და აღიარა, ბოდიში მოიხადა, მისასალმებელია. მე ყველას ვურჩევდი, მათ შორის, ჩემზეც ათასი სიგიჟე გაავრცელეს, კარგი იქნება ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს ნათქვამზე, იქნებ ამით ვიღაცას გულს სტკენთ. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა თქვენ რას იტყვით, იმიტომ რომ ჩემთვის ყველანი ხართ დაქირავებული გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რათა ქაოსი და არეულობა შემოიტანოთ საზოგადოებაში, მაგრამ არიან მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები, იქნებ გულს სტკენთ ამ თქვენი დაუსაბუთებელი, უარგუმენტო ბრალდებებით?! ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა მისასალმებელია, სწორია და კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს,” – განაცხადა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ – ივანიშვილის რეჟიმისა და მისი მორჩილი ძალოვანი უწყებების მიერ კოტე იოსელიანის უკანონო გატაცება და მცირეწლოვანი შვილების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე მუქარა, მორიგი დანაშაულებრივი ქმედებაა