კანონპროექტით, რაც შემოვიტანეთ და მერე სხვანაირად შეფუთეს, გვინდოდა, საზოგადოებას სცოდნოდა, ვისგან და რა მიზნით იღებენ [ორგანიზაციები] დაფინანსებას. ეს იყო კანონის შინაარსი და ამოცანა, მეტი არაფერი – გაიგოს საზოგადოებამ, ეს რადიკალები საიდან ფინანსდებიან და რა ამოცანა აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რადიკალების ამოცანაა, დაძაბონ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა და რევოლუცია მოახდინონ, თუმცა, ეს გეგმა მათ ვერც წარსულში განახორციელეს და არც მომავალში გამოუვათ.
“ამოცანა აქვთ, რომ დაძაბონ ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან და ამით ხელი მოითბონ და რევოლუცია მოახდინონ.
არ გამოგივიდათ, რამდენჯერ სცადეთ და არ გამოგივიდათ. “ლუზერები” ხართ, ხელმოცარულები. არც მომავალში გამოგივათ, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა იცის თქვენი მისია, ამოცანა და მიზანი და ამიტომაც ხართ იქ, სადაც ხართ – ჩირგვებში.” – განაცხადა ზარქუამ.