ირაკლი ზარქუა: მინდა, “ნაცებს” მივმართო – გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ!

მიუხედავად იმ მცდელობისა, რომ ზოგიერთი ხელმოცარული ყვავი დაჩხაოდა ამ პროექტს, მაინც შეძლეს [წერეთლის რეაბილიტაციის დასრულება] – მინდა, „ნაცებს“ მივმართო – გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ! აი, თქვე ხელმოცარულებო, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი .
მისივე თქმით, ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთი ლუსტრაცია იყო თბილისელებისთვის და მთელი საქართველოსთვის, რომ საზოგადოება “ნაციონალურ მოძრაობას” არ უნდა ენდოს.
“მიუხედავად იმ მცდელობისა, რომ ზოგიერთი ხელმოცარული ყვავი დაჩხაოდა ამ პროექტს [წერეთლის], მაინც შეძლეს [დასრულება] და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა ვუთხრა მერიის თითოეულ თანამშრომელს, ს. მინდა, “ნაცებს” მივმართო – გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ! აი, თქვე ხელმოცარულებო. ეს კიდევ ერთი კარგი ლუსტრაცია იყო თბილისელებისთვის და მთელი საქართველოსთვის, როგორ არ უნდა გენდოთ, როგორ გიხარიათ, რომ სადმე თუ პროექტში რამე ხინჯია, აბა, დროზე თუ არ შესრულდა, როგორ ხართ ჩასაფრებულები. ხელმოცარულები დარჩით აქაც იმიტომ, რომ კახა კალაძის გუნდმა, მერიამ, [ირაკლი] ბენდელიანმა მთელმა ჯგუფმა, ვინც მუშაობდნენ ღირსებით და დროულად, ხარისხიანად შეძლეს და გააკეთეს დროში და ვადაში. ასე, რომ კიდევ ერთი სირცხვილი თქვენ. გამოდით, ახლა უნდა დაგთვალოთ,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გურგენიძე მინისტრ ეკატერინე შარაშიძის ხელმოწერილ დოკუმენტზე: პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იქნებ დაადგინოს სახელმწიფო ბიუჯეტში თუ არის შესული რამე თანხა. არცერთი თეთრი უნივერსიტეტში არ არის შემოსული

გიული ალასანიამ 2006 წელს რექტორს მიმართა წინადადებით, რომ უნივერსიტეტს შეექმნა სამეცნიერო სამაგისტრო სწავლების ცენტრი. რექტორატმა ჩათვალა, რომ ქალბატონი გიულის ლიდერობით ბევრ წარმატებას მივაღწევდით- ამის შემდეგ იწყება წნეხი უნივერსიტეტზე

ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს იდგნენ აქციაზე, ისინი იდგნენ არა იმისთვის, რომ საქართველოში კოლონიური აზროვნება შენარჩუნებულიყო, არამედ, იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, ქართველებს ჩვენ თვითონ გვემართა ჩვენი ქვეყანა