: გულისხმობდა, რომ გიორგი ანწუხელიძე გმირია

ერთპარტიული და სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გამოეხმაურა თეა წულუკიანის განცხადებას, სადაც მან გიორგი ანწუხელიძეს უწოდა “უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“ და თქვა, რომ ამ ფრაზაში ანწუხელიძის გმირობა იგულისხმებოდა.
„ქალბატონი თეა (…) გულისხმობდა, რომ, რა თქმა უნდა, ანწუხელიძე გმირია, ისევე, როგორც ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა პუტინისა და სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ ომში საქართველოს წინააღმდეგ“ – თქვა ირაკლი ზარქუამ.
მას არ აუხსნია, თუ როგორ გულისხმობს „უაზროდ განწირულობა“ „გმირობას“, თუმცა დასძინა: „ქალბატონმა თეამ ის ბრძანა, ეს ომი რომ არ ყოფილიყო, დღეს ჩვენი ის გმირები, რომლებითაც ვამაყობთ, ყველანი სახლში იქნებოდნენ, თავის ოჯახებში იქნებოდნენ.“
განცხადების დანარჩენი ნაწილი ირაკლი ზარქუამ წულუკიანის სახლთან ჩატარებული აქციის მონაწილეებს მიუძღვნა, აქცია „ინკვიზიციას“ შეადარა, დემონსტრანტებს კი „უსამშობლოები“ და “ორკები“ უწოდა, რომლებსაც არ აინტერესებთ „არც სიმართლე, არც სახელმწიფო ინტერესები, მტყუან-მართალი. ამათ მხოლოდ აინტერესებთ ერთი დაკვეთა თავიანთი პატრონებისგან, რომ რამენაირად სიტუაცია არიონ, ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა და ამის შემდეგ უკვე აგენტურა დასვან ხელისუფლებაში“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე: ხელისუფალი დემოგრაფიული კრიზისის დასაძლევად საკუთარ ხალხზე უნდა ზრუნავდეს და არა არაბებზე, ირანელებზე თუ სხვა რჯულის ადამიანებზე მიწების თუ სხვადასხვა ქონების გასხვისებით იყოს დაკავებული

ქეთევან ბაკარაძე: თქვენ მზად ხართ, როგორც მთავრობის მეთაურმა აიღოთ პასუხისმგებლობა და შეიმუშაოთ ღონისძიებათა სისტემა, რითაც სახელმწიფო შეძლებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქართული გენოფონდის გადარჩენისთვის