– ეს არის დღე, როცა სააკაშვილი და რუსი ოკუპანტი თავს დაესხა საქართველოს – სააკაშვილი არის მთავარი შემოქმედი

ეს არის დღე, როდესაც სააკაშვილი და რუსი ოკუპანტი თავს დაესხა საქართველოს – სააკაშვილი არის მთავარი შემოქმედი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, აბრალებს თუ არა „ქართული ოცნება“ ომის დაწყებას საქართველოს, ზარქუამ აღნიშნა, რომ „არა, სააკაშვილი იყო პროვოკატორი, რუსის ინტერესების დამცველი“.
„ეს არის დღე, როდესაც სააკაშვილი და რუსი ოკუპანტი თავს დაესხა საქართველოს. სააკაშვილი არის მთავარი შემოქმედი. [სააკაშვილს] ბრძანება აქვს 8-ში გაცემული. ასე რომ, კარგად წაიკითხეთ და მიხვდებით“,- აღნიშნა ზარქუამ „ტვ პირველთან“.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია