ირაკლი ზარქუამ მიჩივლა – მარიამ სიჭინავა

აქტივისტი, „დროას“ წევრი, მარიამ სიჭინავა წერს, რომ „ოცნების“ წევრმა, მ უჩივლა.
„კაცობისთვის თავდადებულმა ირაკლი ზარქუამ მიჩივლა. ერთ საათში ვარ დაბარებული ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში საქმის მასალების გადმოსაცემად. შევხვდებით სასამართლოზე ჩემო ვარდისფერო ფლამინგოვ“, – წერს მარიამ სიჭინავა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა.
აღნიშნული ცვლილების მიხევდით, ჯარიმა შეიძლება 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობის იყოს, ან დაექვემდებაროს ადმინისტრაციულ პატიმრობას.
შეგახსენებთ: აქტივისტები ზარქუას ზუგდიდში, რესტორანში საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია