“ირაკლი დგებუაძე, შენ ისტორიის ანტიგმირი ხარ!” – ნინო კვიტაიშვილი პოლიციის მაღალჩინოსანს მიმართავს

ირაკლი დგებუაძის პედაგოგი, ნინო კვიტაიშვილი “ტვ პირველის” ეთერიდან მიმართავს.
“მინდა მივმართო ირაკლი დგებუაძეს. ირაკლი, ეს ბანერი გადმოვფინე მე. იქ წერია ჩემი სათქმელი. მე ვითხოვ პოლიტპატიმრების და მზია ამაღლობელის თავისუფლებას. მინდა იცოდე, რომ მზია ამაღლობელი დღეს წერს ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთს. ისოტრიას ყოველთვის ჰყავს გმირები და ანტიგმირები. მზია ამ ისტორიის გმირია. შენ ამ ისტორიის ანტიგმირი ხარ. მე შენ ისტორიას გასწვლიდი და ზუსტად მიხვდები, ახლა რას გეუბნები. შენ ვერ აიტანე რეჟიმისთვის გაწნილი სილა იმ ფონზე, როცა მაგალითად, ჩემზე თავდამსხმელი, რის გამოც ქირურგიული ოპერატია დამჭირდა, თქვენი სამართალდამცავი უწყების მიერ გამოკითხულიც არ არის. მზიამ რეჟიმს გაარტყა სილა და შენ საუბრობ იმაზე, რომ თურმე ტკივილი განიცადე. ეს უბრალოდ სირცხვილია”, – ამბობს ნინო კვიტაიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე