იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით, 11.6%-მდე გაიზარდა.
ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის მიხედვით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო იმავე დონეზე 9.1%-ზე შენარჩუნდა. უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი კი 0.1 პპ-ით, 7.1%-მდე გაიზარდა.
„მაისში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.1 პპ-ით, 45.6%-მდე შემცირდა. იურიდიული პირების სესხების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით 65.3%-მდე შემცირდა, ხოლო ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია 0.3 პპ-ით, 28.2%-მდე შემცირდა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.