ხვალ, 19 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან გაიმართება აქცია – “იპოდრომზე მშენებლობას არ დავუშვებთ!”. აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო მოძრაობა “იპოდრომი — უბეტონო მხარე”.
ორგანიზატორები წერენ, რომ თბილისის საკრებულომ უჩუმრად და მოქალაქეთა ინტერესების სრული უგულებელყოფით იპოდრომის ტყეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა და ამით თბილისში შემორჩენილი ერთადერთი გამწვანებული სივრცის დაბეტონებას საბოლოოდ აუნთო მწვანე შუქი.
“ეს მშენებლობა საბოლოოდ დაასამარებს ამ ისტორიულ ადგილს, მის ეკოლოგიურ და სოციალურ მნიშვნელობას, გამოიწვევს სატრანსპორტო კოლაფსს და მთელ რიგ პრობლემებს, რომელიც ჯაჭვურად მოყვება ხოლმე ამდენად გაუაზრებელსა და დანაშაულებრივ მასშტაბურ მშენებლობებს. იᲡ, რაც სახელმწიფომ ყოფილ იპოდრომს დამართა, არის უსამართლობით გაბრაზებული ადამიანებისთვის სახეში შეფურთხება და იმის სრული დემონსტრირება, რომ არაფერს აქვს აზრი, ოდიოზური მმართველების ბიზნეს ინტერესების გარდა.
ეს გადაწყვეტილება არის დანაშაული ამ ქალაქის მაცხოვრებლების წინაშე და ამას არ შევეგუებით, ამიტომ ოთხშაბათს, 19 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის საკრებულოსთან (თავისუფლების მოედანზე) გელით ყველას, ვისაც იპოდრომის ბედი გადარდებთ.
Მოვითხოვთ, გაგვცენ პასუხი, ბუნებაში არსებული რომელი მიზეზის საფუძველზე შეუცვალეს ტყეს სარეკეაციო ზონის სტატუსი!
Მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეცვალონ ეს უღირსი და მერკანტილური გადაწყვეტილება. ეს ქვეყანა Ჩვენია და ამის შესახსენებლად, კიდევ ერთხელ, ოთხშაბათს, 19:00 საათზეზე ყველამ უნდა გამოვნახოთ დრო იპოდრომის დასაცავად”, – წერენ ორგანიზატორები.