20 ივნისს, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, იოჰან კრუიფის ინსტიტუტის და ჯანო ბაგრატიონის სახელობის აკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება საქართველოში პირველი სპორტული საგანმანათლებლო ფორუმი. ერთდღიანი ფორუმი ემსახურება საქართველოში სპორტული განათლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და გლობალური ტრენდების გაცნობას.
ფორუმი თავს მოუყრის სპორტული ინდუსტრიის მთავარ ფიგურებს, რომლებიც იმსჯელებენ ახალ ტენდენციებზე, სტრატეგიულ გეგმარებაზე, სპორტის ფსიქოლოგიაზე და სპორტული მარკეტინგის ევოლუციაზე. იოჰან კრუიფის ინსტიტუტი მნიშვნელოვანი მონაწილეებით იქნება წარმოდგენილი – ფორუმის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მისი აკადემიური ნაწილის წარმომადგენლები, ასევე ინდუსტრიის პროფესიონალები.
ღონისძიება გააერთიანებს წამყვან პროფესიონალებს საერთაშორისო სპორტული ინდუსტრიიდან, რომლებიც გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ხედვებს სფეროში არსებული მიმდინარე გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა დამსწრე საზოგადოებისთვის, პირადად მოისმინონ გამომსვლელებისგან რა გზა გაირეს წარმატების მისაღწევად და როგორ დაიკავეს წამყვანი პოზიციები სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებში.
სპორტული განათლების ფორუმი 2025-ის სტუმრებს შორის იქნებიან ცნობილი სპორტსმენები, მათ შორის ქართველი ფეხბურთის ლეგენდა შოთა არველაძე, ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი გაიზკა მენდიეტა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული მენეჯმენტის სააგენტოს საფეხბურთო აგენტი ჟორდი პასკუალი, ყოფილი კალათბურთელი და სპორტული ფსიქოლოგი მარ როვირა როდრიგეზი, გამოცდილი და სერტიფიცირებული შოტლანდიელი აუდიტორი დენიელ მარტინი, სტრატეგიული ლიდერი, რომელიც ხელმძღვანელობს კომერციულ, ფინანსურ, ადამიანური კაპიტალის, ანალიტიკისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებებს, სპორტის მარკეტინგის სპეციალისტი როსიო რუიზი, სევილიის უნივერსიტეტის ლექტორი სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით და ასევე იქნებიან სხვა საინტერესო სპიკერები.
იოჰან კრუიფის ინსტიტუტის სახელით ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ პროგრამების დირექტორი ლუკას დორდა და კორპორატიული ურთიერთობების ხელმძღვანელი ედგარ რომერო.
„ჩვენი მისიაა განათლების საშუალებით მოვამაზადოთ მომავალი სპორტული ლიდერები, მსგავსი ფორუმებზე ყოფნა გვაძლევს საშუალებას ხელი შევუწყოთ ისეთი მზარდი სპორტული ეკოსისტემების განვითარებას, როგორიც საქართველოა და დავუკავშირდეთ პროფესიონალებს, რომლებიც ერთუგულები არიან ინოვაციური, ეთიკური და მდგრადი სპორტული მენეჯმენტის“, – ამბობს ედგარ რომერო, იოჰან კრუიფის ინსტიტუტის კორპორატიული ურთიერთობების ხელმძღვანელი.
იოჰან კრუიფის ინსტიტუტი არის მსოფლიოში აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ამზადებს სპორტსმენებს, სპორტისა და ბიზნესის პროფესიონალებს სპორტის მენეჯმენტის ლიდერებად, დაარსებულია ლეგენდარული ფეხბურთელის იოჰან კრუიფის მიერ. კრუიფის ინსტიტუტი აერთიანებს აკადემიურ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად სპორტის ინდუსტრიაში.
ჯეიბიესი (ჯანო ბაგრატიონის სახელობის სპორტული აკადემია) წარმოადგენს ინსტიტუტს რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდა თაობას მისცეს საშუალება მიიღოს როგორც სპორტული, ისე აკადემიური განათლება. 2025 წლიდან ჯეიბიეს აკადემია და იოჰან კრუიფის ინსტიტუტი პარტნიორები გახდნენ. ჯეიბიესი 2025 წლის შემოდგომიდან შესთავაზებს სპორტული მენეჯმენტის სხვა და სხვა სახის 8-12 კვირიან კურსებს, ხოლო 2026 წლიდან სპორტული მენეჯმენტის მაგისტრატურას. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამები ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში იოჰან კრუიფის ინსტიტუტის პროფესორ მასწავლებლების მიერ.
ფორუმის პარტნიორები არიან: კოკაკოლა, სილქ ჰოსფითალითი, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, ხოლო მედია მხარდამჭერია: სეტანტა სპორტი.
ფორუმზე დასასწრები ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ TKT.GE-ის ბმულს.
(R)
