იოჰან ვადეფული – შოკირებული ვარ სიდნეიში მომხდარი ტერორისტული თავდასხმით – ეს არის სიძულვილის აქტი, რომელიც მიმართულია ებრაული თემების წინააღმდეგ

ღრმად შოკირებული ვარ სიდნეიში მომხდარი ტერორისტული თავდასხმით – ხანუქას დღესასწაულის პირველ დღეს ჩადენილი სიძულვილის აქტი მიმართულია ყველგან ებრაული თემების წინააღმდეგ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოკლულთა ოჯახებს და ებრაულ თემს თანაგრძნობას უცხადებს.
შეგახსენებთ, ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 29 ადამიანი. თავდასხმა ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ჩატარდება მნიშვნელოვანი გამოძიება, რომელსაც კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს.