იოჰან ვადეფული: უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე გავლენის მოხდენის საშუალებები ექნება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე გავლენის მოხდენის საშუალებები ექნება, თუმცა, პუტინს არ ეცოდინება რა ტიპის იარაღს მიიღებს ბერლინისგან. ამის შესახებ ვადეფულმა Die Zeit-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“ერთი რამ ცხადია: უკრაინას უფლება აქვს დაიცვას თავი თავდასხმებისგან. ამისთვის უკრაინას ასევე ექნება რუსეთის ტერიტორიაზე გავლენის მოხდენის საშუალებები, თუმცა, ჩვენ პუტინს არ გავუმხელთ, თუ რომელ იარაღის სისტემებს მივაწვდით უკრაინას”. – თქვა ვადეფულმა.

ამასთან, ვადეფულის თქმით, უკრაინის ახალი შეიარაღების სისტემებით აღჭურვა დღეს არა ფინანსური პრობლემის, არამედ უკრაინული და ევროპული საწარმოების ხელმისაწვდომობისა და წარმოების შესაძლებლობების საკითხია.