ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 3 ოქტომბერს ციხეში მყოფი რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი, ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი მოინახულა.
„3 ოქტომბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა რუსთავში, N12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა, დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა და შეხვდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
𝐍𝟏𝟐-ე დაწესებულებაში ყოფნისას, სახალხო დამცველი, ასევე, იქ განთავსებულ ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, გიორგი ხაინდრავას, ვასილ მხეიძეს და ვლადიმერ ღუდუშაურს გაესაუბრა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.
სახალხო დამცველი სისტემატურად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და ზედამხედველობას უწევს პატიმართა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
