იოსელიანი: ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტში ჟურნალისტების შეშვებაზე დაწესებულ შეზღუდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საკანონმდელო ორგანოში შესვლის საშუალება.
“ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში და დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან გააშუქოს, როგორც მას მიაჩნია სწორად – დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები”, – თქვა იოსელინმა IPN-ის ცნობით.

ასევე დაგაინტერესებთ