იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – იორდანია ყველაფერს გააკეთებს, რომ პალესტინელების გადასახლება შეაჩეროს

იორ ყველაფერს გააკეთებს, რომ პალესტინელების გადასახლება შეაჩეროს, – ამის შესახებ იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან საფადიმ განაცხადა.
„ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ პალესტინელების გადასახლება მოხდეს. გარდა იმისა, რომ ეს არის ომის დანაშაული, ეს იქნება პირდაპირი საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შევაჩეროთ“, – განაცხადა საფადიმ ბაჰრეინში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე. აიმან საფადიმ, ასევე აღნიშნა, რომ მას არ ესმის, თუ როგორ მიაღწევს , „ჰამასის“ განადგურების მიზანს.
„ისრაელი ამბობს, რომ მას „ჰამასის“ განადგურება სურს. იქ ბევრი სამხედროა, უბრალოდ არ მესმის, როგორ არის შესაძლებელი ამ მიზნის განხორციელება“, – აღნიშნა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ