იოავ გალანტი 21 ჯარისკაცის დაღუპვაზე – ჯარისკაცების დაცემა გვაიძულებს, ომის მიზნებს მივაღწიოთ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ღაზის სექტორში 21 ისრაელელი ჯარისკაცის დაღუპვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველაზე რთული და მტკივნეული დილა გათენდა.
„ეს არის ომი, რომელიც განსაზღვრავს ისრაელის მომავალს ათწლეულების განმავლობაში – ჯარისკაცების დაცემა გვაიძულებს, ომის მიზნებს მივაღწიოთ “, – აცხადებს გალანტი.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ღაზის სექტორში აფეთქების შედეგად ორი შენობა ჩამოინგრა, რასაც 21 ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?