იოავ გალანტი – ისრაელის სამხედროები ხან იუნისში წარმატებას აღწევენ

ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზას სამხრეთ ნაწილში, ხან იუნისში პროგრესს აღწევს და შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა, – ამის შესახებ ს თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
„ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მისიებს ხან იუნისში და ასევე მივაღწევთ რაფაჰს და აღმოვფხვრით ტერორისტულ ელემენტებს, რომლებიც გვემუქრებიან“, – აღნიშნა იოავ გალანტმა.
მისი თქმით, ისრაელს სამხედრო ოპერაციები მძევლების დაბრუნებასთან აახლოებს.
„ისრაელის სამხედრო ოპერაციები, რომელთა სამიზნე მიწაზე და მიწის ქვეშ ტერორისტები არიან, მძევლების დაბრუნებასთან გვაახლოებს, რადგან „ჰამასი“ მხოლოდ ზეწოლაზე რეაგირებს“, – აღნიშნა გალანტმა.
მისი თქმით, ისრაელის ძალებმა ამ დრომდე „ჰამასის“, დაახლოებით, 10 000 მებრძოლი გაანადგურეს, კიდევ 10 000 კი – დაჭრილია.
“ეს არის სერიოზული დარტყმა, რომელიც ანადგურებს „ჰამასის“ შესაძლებლობებს,“- აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.