იოავ გალანტი – გაგრძელება იქნება, ვინაიდან, გამარჯვების ბოლომდე მიყვანა გვჭირდება

“მოკლე” დროებითი ზავის შემდეგ “ინტენსიური” ბრძოლა კიდევ მინიმუმ 2 თვე გაგრძელდება. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა სამხედროებთან საუბარში განაცხადა.
“რასაც მომავალ დღეებში ნახავთ, არის, პირველ რიგში, მძევლების გათავისუფლება. ეს შესვენება ხანმოკლე იქნება. ამ შესვენების დროს თქვენგან საჭირო იქნება ორგანიზება, მომზადება, გამოძიება, იარაღის შევსება, და გასაგრძელებლად მომზადება…
გაგრძელება იქნება, ვინაიდან გვჭირდება გამარჯვების ბოლომდე მიყვანა და მძევლების შემდეგი ჯგუფებისთის იმპულსის მიცემა, რომლებიც მხოლოდ [ჰამასზე] ზეწოლის შედეგად დაბრუნდებიან”, – განაცხადა გალანტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კირ სტარმერი – გრძელდება მუშაობა განახლებული სამშვიდობო გეგმის დასახვეწად, ევროპასთან და ნატო-სთან დაკავშირებული ელემენტები წევრების თანხმობას მოითხოვს – მხოლოდ ერთი ერია, რომელსაც ომი სურს, რომელმაც უკანონო შეჭრა დაიწყო

ვახტანგ კაპანაძე – მნიშვნელოვანია ევროპის განცხადება, რომ უკრაინას ევროპის უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილად განიხილავენ – საბჭოთა კავშირმა ვერ გაუძლო შეიარაღებაში შეჯიბრს დასავლეთთან, რუსეთის შესაძლებლობები უფრო შეზღუდულია