ინფორმაცია საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების სიების ფორმირების და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

საყურადღებოა, იმისათვის რომ, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველი მოხვდეს სიაში აუცილებელია ის ფლობდეს 7 ოქტომბრის მდგომარეობით მოქმედ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ხოლო ხმის მიცემის უფლების განხორციელებას კი შეძლებს, თუ აღნიშნული რომელიმე დოკუმენტი ასევე ძალაში იქნება 26 ოქტომბრის მდგომარეობით.
ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება კანონმდებლობით განსაზღვრული დაწესებულებების, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
საზღვარგარეთ უბნის შექმნის ერთადერთი პირობაა ერთიან სიაში მყოფი არანაკლებ 50 ამომრჩევლის (და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის) საკონსულო აღრიცხვა. შესაბამისად, თუ არ არის დაცული ეს მოცემულობა, საარჩევნო უბანი არ გაიხსნება:
· მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს კონკრეტული ქვეყნის მისამართზე საზღვარგარეთის რეგისტრაცია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად;
· იმ ქვეყნებში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე დგას 50-ზე ნაკლები ამომრჩეველი.
საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველი შეიყვანება სპეციალურ სიებში, რომელშიც შეიტანება ამომრჩევლების შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
იმ საარჩევნო უბნებში, რომლებიც უკვე შექმნილია საზღვარგარეთ, სპეციალურ სიაში ამომრჩევლების შეყვანა ხდება, თუ:
· სხვა ქვეყანაში მყოფი ამომრჩეველი დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და ამომრჩეველს აქვს რეგისტრაციის მისამართი საქართველოში:
· ასეთი ამომრჩეველი 2024 წლის 26 სექტემბრამდეც ნებისმიერ პერიოდში შეძლებდა და ახლაც შეუძლია საკუთარი მონაცემების გადამოწმება ამომრჩეველთა სიაში, ვინაიდან, საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილია საარჩევნო უბნები.