იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციას ავრცელებს:
„საკონსულო სამსახური, ოლქის შემოვლის ფარგლებში, გეგმავს გასვლითი საკონსულო მომსახურების ორგანიზებას ქ. ნეაპოლში.
მოქალაქეთა მიღება გაიმართება 2024 წლის 17 ნოემბერს, კვირას, 11:00-დან 17:00 სთ-მდე.
მისამართი: Via Toledo 256, Scala B, II piano, Napoli.
შეხვედრაზე საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს (სხვადასხვა ცნობები, ბიომეტრიული პასპორტი, ელ. პირადობის მოწმობა, დასაბრუნებელი მოწმობა, დოკუმენტის თარგმანი და სხვა). ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საკონსულოს წარმომადგენლებს სამართლებრივ საკითხებზე გაესაუბრონ.
საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
☎️ ტელეფონი: +39 3338879123
📧ელ-ფოსტა: [email protected]
ვინაიდან მოქალაქეებთან შეხვედრა დაგეგმილია კვირა დღეს, რეკომენდებულია მომსახურების საფასურის წინასწარ გადახდა“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.