„ინტერპრესნიუსი“ „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის, ირაკლი გაგნიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

42 წლის ასაკში, „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.
„ინტერპრესნიუსი“ ირაკლი გაგნიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, „ბიბლუსისა“ და „პალიტრა ჰოლდინგის“ მთელ გუნდს.
ირაკლი გაგნიძე „ბიბლუსი ჯგუფს“ არაერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია.
ირაკლი გაგნიძეს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისიის ანგარიში – პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს