“ინტერნეტის ფასი თითქმის ზღვარზეა, მინიმალურია, ამაზე დაბლა სერვისების მიწოდება ფიზიკურად იქნება შეუძლებელი” – უჩა სეთური კომუნიკაციების კომისიის კვლევას პასუხობს

საქართველოში მობილური ინტერნეტი 136 პროცენტით ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში – კომუნიკაციების კომისიის კვლევას, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარე აფასებს. უჩა სეთურმა საქართველოსა და ევროპაში ინტერნეტის ხარისხსა და ფასებზე ისაუბრა.
“ინტერნეტის ფასი თითქმის ზღვარზეა, მინიმალურია, ამაზე დაბლა სერვისების მიწოდება ფიზიკურად იქნება შეუძლებელი. მათ მიერ ჩადებული მოგებაც მიზერულია, ძალიან გვიკვირს ეს კომპანიები საერთოდ როგორ არსებობენ. ამიტომ, იმის თქმა, რომ ჩვენი ფასები ევროპულ ფასთან შედარებით ძვირია, ეს უბრალოდ არასწორია, ეს ასე არ არის, ფასების სხვაობა შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იურიდიული პირებისთვის შეთავაზებულ მომსახურებას, სადაც განასხვავებენ 2 ტიპის სერვისებს, ეს არის მიკრო და მცირე ბიზნესი, რომელიც იყენებს 30მგ/ბტ-მდე სიმძლავრის ინტერნეტს და საუბარია მსხვილ ბიზნესზე, რომელიც იყენებს მაღალსიჩქარიან ინტერნეტს,” – განაცხადა უჩა სეთურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა