ინტერნაციონალური დანაშაული გახსნილია – სასამართლომ, დიდი ოდენობით თანხის ლეგალიზაციის ფაქტზე, ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დიდი ოდენობით თანხის ლეგალიზაციის ფაქტზე, ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.
ავსტრიის მოქალაქემ, პირბადეების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანია მოატყუა და ჩარიცხული 1 300 000 ევრო საქართველოში, თავისთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადმორიცხა. შემდგომში კი, საწარმოს ანგარიშიდან განაღდებული თანხა, საქართველოს მოქალაქის სარგებლის გამოკლებით, ბრალდებულსა და ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ პირებს გადაერიცხათ.
ბრალდებულ ფიზიკურ პირებს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო იურიდიულ პირს 100 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

ასევე დაგაინტერესებთ

შეუძლებელია Eagle Hills-ის ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე, პროცესში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია, როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი – ჯემალ ინაიშვილი

პრო-დასავლურ პროტესტს ანაცვლებს ანტი-აღმოსავლური ქსენოფობიური პროტესტი საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციის წინააღმდეგ, რომელსაც “პროდასაბმელი” ოპოზიციის ნაწილიც აყვა თვითაქტუალიზების ამაო მცდელობაში