ინტერკონტინეტური დიასპორული ორგანიზაციის “თაობები საქართველოსთვის“ მიმართვა ყველა პოლიტ. პარტიებს, განსაკუთრებით კი “ლელოს” და “საქართველოსთვის”

ინტერკონტინეტური დიასპორული ორგანიზაციის “თაობები საქართველოსთვის“ მიმართვა ყველა პოლიტ. პარტიებს, განსაკუთრებით კი “ლელოს” და “საქართველოსთვის”

მიმართვის თემა: ნუ მისცემთ ლეგიტიმაციას უზურპატორ რეჟიმს და ნუ დააკანონებთ არადემოკრატიულ პროცესს

პოლიტიკური პარტია “ლელო”-ს და “საქართველოსთვის” ლიდერებო,

ჩვენ, ორგანიზაცია „თაობები საქართველოსთვის“, მოგმართავთ ღრმა შეშფოთებით იმ პროცესის გამო, რომელიც ქვეყნის შიგნით ვითარდება.
ჩვენთვის, ისევე როგორც ბევრი დასავლელი პარტნიორისთვისაც, ბუნებრივია, რომ დემოკრატიული ქვეყანა სირთულეებს ს გზით გადალახავს. დასავლურ სისტემებში, ეს ინსტრუმენტი ნამდვილად მუშაობს – არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკური პრობლემების მოგვარების მძლავრ მექანიზმად ითვლება. თუმცა გვსურს მკაფიოდ აღვნიშნოთ: საქართველოს დღევანდელ რეალობაში ამავე პრინციპის გამოყენება არათუ აბსურდულია, ის დამღუპველიცაა.
საქართველოში, არსებული მმართველობის, არსებული კანონების, სასამართლოს და ს პირობებში, არჩევნები აღარ წარმოადგენს ხალხის ნების რეალურად ასახვის გზას. მაშინ, როდესაც ქვეყანას დაპატრონებული კლანი ოპოზიციას ციხეში ამწყვდევს, იქ სადაც სამოქალაქო სექტორი და დამოუკიდებელი მედია მუდმივი რეპრესიების და ზეწოლის ქვეშაა, ოცნების მიერ ადმინისტრირებულ ნებისმიერ არჩევნებზე საუბარი პირდაპირ ოლიგარქიულ რეჟიმთან თანამშრომლობას ნიშნავს — ის მხოლოდ დემოკრატიის იმიტაციაა. ასეთ პირობებში არჩევნებში მონაწილეობა ფორმალურად თითქოს “დემოკრატიულია”, მაგრამ შინაარსობრივად მხოლოდ არადემოკრატიული პროცესის გაფორმებას ემსახურება.
ამიტომაც, ჩვენი მოწოდებაა:
ნუ გახდებით იმ პროცესის ნაწილი, რომელიც მხოლოდ იმიტაციას წარმოადგენს. დადექით სწორ მხარეს.

დღეს, ისე როგორც არასდროს, გმართებთ პოლიტიკური სიბრძნის, სიფრთხილისა და პრინციპულობის ჩვენება. არჩევნები უნდა ჩაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები დავრწმუნდებით, რომ სამართლიან და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს ხალხის ნდობით აღჭურვილი ცესკო, ხოლო საარჩევნო პროცესის მთავარი დამკვირვებელი არის “დასავლეთი“.

ჩვენ, საქართველოს დიასპორიდან, მხარს ვუჭერთ მათ, ვინც ყოველდღიურად, უდიდესი ძალისხმევის ფასად იცავს თავისუფლებას. გთხოვთ, დაუდგეთ მათ გვერდში ქმედებებითაც — და არა მხოლოდ განცხადებებით.

ჩვენს ორგანიზაციაში გაერთიანებული დისაპორების სახელით გთხოვთ, ნუ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, სანამ არჩევნების თავისუფლება და სამართლიანობა გარანტირებული და დაცული არ არის.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი აღქმულ იქნება, როგორც ოცნებასთან გარიგება და ქვეყნის და კონსტიტუციის ღალატი.

იმ შემთხვევაში, თუ მაინც გადადგამთ ამ ნაბიჯს და ჩაერთობით ოლიგარქის წესებით დაორგანიზებულ არჩევნებში, ჩვენი ორგანიზაციის სახელით გპირდებით, რომ შევწყვეტთ ნებისმიერი სახის თანამშრომლობას თქვენთან.
პატივისცემით,
თაობები საქართველოსთვის ადმინისტრაცია