ინტერესი წელს ინდოეთმა გამოიჩინა. ძირითადად ჯგუფები ჩამოდიან – The Grand Gloria Hotel
აჭარაში სასტუმროები ზაფხულის ტურისტული სეზონის ცხელი პერიოდისთვის ჯავშნებს იღებენ. წინა წელთან შედარებით წელს დიდ ინტერესს ინდოელი ტურისტები იჩენენ. The Grand Gloria Hotel-ის გაყიდვების მენეჯერი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ტრადიციული ბაზრებიდან ინტერესი შენარჩუნებულია და საქართველოთი დაინტერესების მზარდი ტენდენცია ინდოელ ტურისტებში შეინიშნება.
,,წელს ინდოეთი დაემატა. ძირითადი ტურისტული ნაკადები რაც იყო რჩება. ეს იყო ისრაელი და საუდის არაბეთი, რუსეთი. ინტერესი გამოიჩინა წელს ინდოეთმა. ჯგუფები ჩამოდიან.”- აცხადებს ,,The Grand Gloria Hotel”-ის გაყიდვების მენეჯერი დავით ელისაშვილი.
სასტუმროს დატვირთულობა ამ დროისთვის 40%-ია. იღებენ ჯავშნებს სეზონის ცხელი პერიოდისთვისაც. დავით ელისაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე პოზიტიური მოლოდინი აქვთ და ელიან, რომ წლევანდელი სეზონი აქტიური იქნება.
,,ამ პერიოდში დატვირთულობა ძირითადად გვაქვს ისრაელიდან. გვყავს პატარა ჯგუფები. ასევე სტუმრები გვყავს საუდის არაბეთიდან. ასევე ჯგუფები გვყავს ინდოეთიდან. ზაფხულის მაღალ სეზონზე, ივლისისა და აგვისტოს პერიოდზე ჯერჯერობით ძალიან დიდი დატვირთულობა არ გვაქვს. ვიღებთ ჯავშნებს. დატვირთულობა ამ ეტაპზე დაახლოებით 40%-ია. მოთხოვნის მიხედვით მოლოდინი გვაქვს, რომ სავარაუდოდ კარგი სეზონი იქნება. ჯერ დამუშავება მიდის ამ მოთხოვნების, ბოლომდე არ არის დადასტურებული. იწერებიან, რომ ფასზეა დამოკიდებული.”- აცხადებს დავით ელისაშვილი.
