ინოვაციური სერვისები უძრავი ქონების გამარტივებული ძებნისთვის – SS.GE-ს Premium სერვისი დაემატა

SS.GE, რომელიც უძრავი ქონების მიმართულებით საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე პლატფორმაა, რომელიც გასულ წელს ფაქტობრივად, სრულად განახლდა და მომხმარებელთა საჭიროებებზე კიდევ უფრო მორგებული გახადა.
SS.ge-ზე უძრავი ქონების განმთავსებლებისთვის ბევრი საჭირო და საინტერესო ფუნქციონალია ხელმისაწვდომი, ახლახან კი ვებგვერდმა Premium სერვისი შექმნა რომლის მიზანია, მომხმარებლებს უძრავის ქონების მოძიებისა და ყიდვის პროცესიც გაუმარტივოს.
SS.ge-ის Premium სერვისი შემდეგ 7 ფუნქციონალს მოიცავს, რომლებიც მომხმარებლებს დროისა და რესურსების დაზოგვაში დაეხმარება და ამავე დროს ის საინტერესო ინფორმაციებსაც მიაწვდის.
ანალიტიკა
ფასის ანალიტიკის საშუალებით შეგიძლია, მარტივად გაიგო დროის კონკრეტულ მონაკვეთში როგორ იცვლებოდა უძრავი ქონების კვადრატული მეტრის ფასი, სასურველ უბანში.
ფასის კალკულატორი
თუ ფასის კალკულატორში ზუსტად მიუთითებ უძრავი ქონების ადგილმდებარეობას, სტატუსს, ფართსა და რემონტის მდგომარეობას
ფუნქციონალი ფასს მაშინვე დაგითვლის. ასე შეგიძლია გაიგო როგორც შენი ბინის, ისე იმ უძრავის ქონების ღირებულება, რომლის ყიდვა ან დაქირავება გინდა.
წვდომა განცხადებების ისტორიაზე
გარკვეული პერიოდის შემდეგ უძრავი ქონების შესახებ განცხადებებს ვადა გასდის და ვებგვერდზე აღარ ჩანს, თუმცა Premium სერვისის დახმარებით შეგიძლია, წვდომა გქონდეს მსგავსს განცხადებებზეც და გაიგო, რა ფასად იყიდებოდა, შენთვის საინტერესო უბანში და დროის მონაკვეთში, უძრავი ქონება.
დუბლირებული განცხადებების დაჯგუფება
როცა უძრავ ქონებას ეძებ, ერთი და იგივე განცხადება ბევრჯერ შეიძლება შეგხვდეს, რაც დისკომფორტს ქმნის. Premium სერვისის შეძენის შემდეგ დუბლირებული განცხადებები ერთ ფანჯარაში გამოჩნდება, თვალს მარტივად გადაავლებ და შენთვის სასურველ განცხადებასაც უფრო მალე იპოვი.
სურათით ძებნა
თუ სასურველი სახლის მხოლოდ ფოტო გაქვს და გინდა ზუსტად ის ან მსგავსი უძრავი ქონება მოძებნო, ამაში სურათით ძებნის ფუნქციონალი დაგეხმარება.
შეთავაზების პოვნა
ზოგჯერ უძრავი ქონება მის რეალურ ღირებულებაზე ნაკლებად არის შეფასებული, ასეთი განცხადებები კი ვებგვერდზე TOP შეთავაზების კატეგორიაში ხვდება. Premium სერვისი გთავაზობს ფილტრს, რომლის დახმარებითაც მარტივად ნახავ ყველა განცხადებას საუკეთესო ფასით.
რეკლამის მართვა
სერვისის შეძენის შემდეგ შეგიძლია, სურვილის შემთხვევაში, გათიშო ან ჩართო სარეკლამო ბანერები ვებგვერდზე.
ყველა ამ უპირატესობას, რომელიც დროისა თუ რესურსების დაზოგვაში დაგეხმარება და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესს გაგიმარტივებს, Premium სერვისი ერთ სივრცეში გთავაზობს. მის შეძენას შეძლებ ვებგვერდიდან როგორც ბარათით ან ბალანსით ისე Apple Pay-ს მეშვეობით. Premium სერვისი შეგიძლია გააქტიურო ერთი დღით, ერთი კვირით ან ყოველთვიური გამოწერით.
(R)