AI4Globe ახალი, საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ზრდას გლობალურად. პროექტი მნიშვნელოვნად ცვლის საგანმანათლებლო გამოცდილებას და ქმნის ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის რეალიზების ახალ შესაძლებლობებს. ინიციატივა აერთიანებს უნიკალურ და ყოვლისმომცველ საგანმანათლებლო აქტივობებს, საერთაშორისო პარტნიორებს, მულტიმედია რესურსებს და სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფს მოიცავს, მათ შორის ბავშვებსა და ახალგაზრდებს, ქალებს, აკადემიურ სივრცეს და მცირე და საშუალო ბიზნესს.
პროექტი პირველ ეტაპზე საქართველოში განხორციელდება, შემდგომში კი საერთაშორისო დონეზე გაიზრდება. AI4Globe-ის მიზანი არის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინფორმირება და მათი უნარ-ჩვევების განვითარება ხელოვნური ინტელექტის სფეროში. ინიციატივის მიზნობრივი ჯგუფებია:
ბავშვები და ახალგაზრდები, ქალები, მცირე და საშუალო ბიზნესი, აკადემია.
AI4Globe-ის პარტნიორები არიან: UNICEF, UN WOMEN, UNICRI, KTH შვედეთი; გრანადის უნივერსიტეტი, ესპანეთი; TalTech, ესტონეთი; ბრაგანსას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია; ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, გერმანია; Beetroot Academy, შვედეთი-უკრაინა; Tekwill; ევროპის ბიზნეს ასოციაცია.
მრგვალი მაგიდის დისკუსია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა, აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის სწორი და დროული ინტეგრაცია განათლებასა და საზოგადოებაში. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები საკუთარ გამოცდილებასა და ხედვებზე საუბრობდნენ, რაც პროექტის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
Beetroot Academy, შვედეთ-უკრაინული სოციალური ინიციატივა, ხაზს უსვამს, რომ AI უნარები არ უნდა იყოს მხოლოდ IT პროფესიონალებისთვის. „ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მეტი სამუშაო შესაძლებლობა, განვავითაროთ მეტი უნარები და გავზარდოთ მოსახლეობის კონკურენტუნარიანობა, რათა მათ უკეთესი სამუშაოები იპოვონ. AI უნარები უნდა იყოს ყველასთვის და არა მხოლოდ დეველოპერებისთვის. ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანების საქმიანობა გავხადოთ უფრო სწრაფი და ეფექტური.“
პროფ. ჟოზე ედუარდო ფერნანდესი, ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია, აღნიშნავს: „ბაზრის მოთხოვნებზე მორგებისთვის საჭიროა AI წიგნიერების განვითარება. AI არის სიტყვა, რომელსაც ყველგან იყენებენ, მაგრამ როდესაც საქმე ცოდნაზე და სწავლებაზე მიდგება, ეს არის გამოწვევა.“
პროფ. სვენ ჰელბახი, ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია), ხაზს უსვამს კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობას AI ინსტრუმენტებთან მიმართებაში: “რაც უფრო ადრე დავიწყებთ AI-ს შესწავლას, მით ნაკლები გამოწვევა გვექნება მომავალში მის გამოყენებაში.”
პროფ. იგნასიო „ნაჩო“ ბლანკო, გრანადის უნივერსიტეტი, აღნიშნავს, რომ „ჩვენი ინტერესი AI4Globe პროექტის მიმართ დიდია, რადგან გვინდა ვიცოდეთ თქვენი ხედვები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან – ევროპაში და მის გარეთ.“
დოქტორ არტემ ბოიარჩუკი, TalTech, ესტონეთი, ხაზს უსვამს AI წიგნიერების ადრეულ ეტაპზე განვითარების საჭიროებას: „მნიშვნელოვანია გავიგოთ AI-ის როლი სამთავრობო მომსახურებებში და არა მხოლოდ ალგორითმების მიხედვით გადაწყვეტილებების მიღება.“
AI4Globe-ის პროექტი, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების განვითარება და მისი გლობალური გავრცელება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობასა და მათი უნარების განვითარებას.
(R)