“ინვესტორი დაინტერესებულია, რომ კრწანისის ტყე-პარკის ეკოსისტემა ხელშეუხებელი იყოს” – დავითაშვილი Eagle Hills-ის პროექტზე

“ოცნების” ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მტკიცებით, Emaar/Eagle Hills-ის პროექტი, რომელიც კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე განხორციელდება, გარემოს დამცველებთან მჭიდრო თანამშრომლობით შესრულდება. ამის შესახებ დავითაშვილმა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
საქმე ისაა, რომ Eagle Hills-მა მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ, სოფელ აღთაკლიასა და ში მდებარე 590 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე. ტერიტორია მოიცავს იმ მიწასაც, რომელსაც ამჟამად კრწანისის ტყე-პარკი ეწოდება. ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და მის განმკარგავად სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო არის მითითებული, თუმცა მას დაცული ტერიტორიის სტატუსი არ აქვს. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორი ინვესტორისთვის მიწის გადაცემას ვერ შეაფერხებს. Eagle Hills-ის პროექტის კრწანისის ტყე-პარკში, რეკრეაციულ ზონაში განხორციელების შესახებ ინფორმაციას, გარემოს დამცველების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სხვადასხვა ორგანიზაციაში აღნიშნავდნენ, რომ, თუკი რეკრეაციულ ზონაში მშენებლობა მართლა დაიწყება, ამით ქვეყანა იმ ბიომრავალფეროვან კუნძულს გაანადგურებს, რომლის შექმნისთვისაც ბოლო წლებში მილიონობით ლარი დაიხარჯა.