ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია – ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდება

ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია – ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდება
ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა და ამ კუთხით აქტიურად წარიმართებოდა მუშაობა გასული ერთი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა ამ კუთხით იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია.
„ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა და ამ კუთხით აქტიურად წარიმართებოდა მუშაობა გასული ერთი წლის განმავლობაში. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა ამ კუთხით იყო არაბული, Emaar ის ინვესტიცია, რომელიც ჩაიდება ჩვენს ქვეყანაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, ინვესტიცია, რომელიც საქართველოში განხორციელდება. ეს ინვესტიცია დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. კიდევ უფრო მეტი გვჭირდება ასეთი პროექტები იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდის ტემპები“, – განაცხადა პრემიერმა.
Next: ჩვენ გავაორმაგეთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდეთ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა დოლარში, წლის ბოლოს პირველად, ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა