ინდოელი ნავთობგადამამუშავებლები რუსული ნავთობის იმპორტის მკვეთრად შემცირებას გეგმავენ – Reuters

ინფორმირებული წყაროები Reuters-ს უყვებიან, რომ ინდოელი ნავთობგადამამუშავებლები რუსული ნავთობის იმპორტის მკვეთრად შემცირებას აპირებენ, რათა ს ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ -ს ახალ სანქციებს დაემორჩილონ.
საკითხს ახლოს მყოფი წყაროების თქმით, კერძო კომპანია Reliance Industries, რომელიც ინდოეთში რუსული ნავთობის უდიდესი მყიდველია, რუსული ნავთობის იმპორტის შემცირებას ან სრულ შეწყვეტას გეგმავს. კომპანია Rosneft-თან არსებული გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდვების შეჩერებასაც აპირებს.
საკითხთან უშუალო კავშირში მყოფმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებლები – Indian Oil Corp, Bharat Petroleum Corp და Hindustan Petroleum Corp – ასევე განიხილავენ თავიანთ სავაჭრო დოკუმენტებს ს ნავთობთან დაკავშირებით, რათა დარწმუნდნენ, რომ სანქცირებული კომპანიებიდან Rosneft-ისა და Lukoil-ისგან მიწოდება აღარ განხორციელდება.
Reuters-ის ცნობით, მოსკოვის მიერ 2022 წელს ში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ინდოეთი რუსული ნავთობის ყველაზე დიდი მყიდველი გახდა.

ცნობისთვის, ინდოეთს -ს მხირდან 50%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული – ამ ტარიფების ნახევარი კი რუსული ნავთობის შესყიდვების საპასუხოდ.